თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2017, 21:51
ავტორი: kobinio,
ნანახია: 3065,
კომენტარები: 16
ფაბინიომ გაშვება ითხოვა
ფაბინიო გუნდის დასატოვებლად მზადაა.
ფაბინიომ გაშვება ითხოვა
როგორც L’Equipe იტყობინება, "მონაკოს" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფაბინიომ გუნდიდან წასვლა ითხოვა. 23 წლის ბრაზილიელი ისეთი კლუბების სამიზნეა, როგორებიც არიან უპირველესყოვლისა "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტი" და პსჟ. თავად ფეხბურთელი განვლილი 4 სეზონის შემდეგ ფიქრობს, რომ დროა უკვე უფრო ძლიერ კლუბში მოსინჯოს ძალები.

ცოტა ხსნის წინ Le Parisen-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარიზელებმა ფაბინიოს სანაცვლად "მონაკოს" 45 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ეს შეთავაზება უარით იქნა გასტუმრებული.

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო მადრიდის "რეალში" ირიცხებოდა და მისი დებიუტი მადრიდულ გუნდში სწორედ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის დროს შედგა. ამასთან გაგახსენებთ ფაბინიოს თებერვალში მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს, რომ "იუნაიტედში" თამაში მისი ოცნებაა და მოხარული იქნებოდა თუ ერთ დღესაც "ოლდ ტრაფორდზე" შეძლებდა ასპარეზობას.

2016/17 წლის სეზონში 49 მატჩში ფაბინიოს ანგარიშზე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
10 ივლისი 2017 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ ფაბინიოც დაგლიჯავს თუ გადმოვიდა..
0
№12
ავტორი: WeAreUnited
10 ივლისი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
გადმოვა ეს უეჭველი მაქსიმუმ 2 კვირა მიმიცია ამის საგაზე
0
№13
ავტორი: უეინ რუნი
10 ივლისი 2017 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ეს უეჭველი გადმოვა
0
№14
ავტორი: gigi_ryan
10 ივლისი 2017 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მანჩესტერმა ბაკაიკოს ღირებულება დააკმაყოფილაო დღეს დაიწერა :)
0
№15
ავტორი: Phil Jones
10 ივლისი 2017 21:12
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთი ბრაზილიელობა მშინებს, ვან გაალის არ იყოს არ ვენდობი ამ ბრაზილიელებს და არგენტინელებს, რამდენადაც ნიჭიერები არიან იმდენად შეუძლიათ ყველაფრის გაფუჭება, მართალია ეს ცოტა სხვანაირი ჩანს, მაგრამ რავიცი რავიცი, თავიდან ყველა ეგრეა... ისე რაცაა არაა ცუდი, წაუუნივერსალურებს, ფლანგის მცველიდან საყრდენამდე შეუძლია თამაში.
0
№16
ავტორი: gigi_ryan
11 ივლისი 2017 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ყველაზე მაგარი ვარიანტია დაიერი რა, ინგლისელების ნაკლებობაა თან გუნდში და არ ვარგა ეგ ამბავი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top