"ევერტონის" ოფიციალურმა ტვიტერმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერია, რომ ინგლისელი ლეგენდა "გუდისონ პარკზე" 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
რუნიმ 13 წლის შემდეგ "წითლები" დატოვა და "ევერტონს" შეუერთდა, შეგახსენებთ, რომ "ევერტონი" რუნის პირველი გუნდი იყო.
ევერტონმა დაამზადა მაისური, სადაც რუნის სახელის ქვეშ ლეგენდარული 10 ნომერია გამოსახული. რუნი კლუბშიც და ნაკრებშიც 10 ნომრით ასპარეზობდა, სწორედ ამიტომაც გახდა რუნისთვის 10 ფავორიტი რიცხვი.
რუნიმ "წითლების" რიგებში 559 მატჩი ჩაატარა და 253 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ევერტონის მაისური მან 71-ჯერ მოირგო და 15 გოლი გაიტანა.