გერმანული სპორტული ჟურნალი ,,სპორტ ბილდი'' დღეს აქვეყნებს საინტერესო სტატიას, სადაც საუბარია დორტმუნდის ,,ბორუსია-ს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ჯულიან ვიგლზე.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მოურინიო სწორედ გერმანელ ნახევარმცველს მოიაზრებს დაიერის და მატიჩის შემცვლელად, თუკი ვერ მოახერხებენ ამ ორი ნახევარმცველიდან ერთ-ერთის გადმობირებას.
რაც შეეხება ვიგელს, მან არც თუ ურიგო სეზონი ჩაატარა და არა მარტო მოურინიოს, არამედ კონტეს ინტერესის ქვეშაც იმყოფება.
გერმანელს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ვიგლი დორტმუნდელებმა 2,5 მილიონ ევროდ შეიძინეს 2015 წელს ,,მიუხენ 1960" - დან .