თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2017, 06:17
ავტორი: kobinio,
ნანახია: 3136,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" ნეიმარი სურს
შესაძლოა, ნეიმარი "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში ეიმედებათ, რომ 24 წლის ალვარო მორატას ტრანსფერის ამბავი კვირის ბოლომდე, ანუ იქამდე მოგვარდება, სანამ "წითელი ეშმაკები" ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე გაემგზავრებიან.

ის, რომ "იუნაიტედს" ეჩქარება, "რეალს" შანსს აძლევს, დავიდ დე ხეასთვის კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად გაიბრძოლოს. 26 წლის მეკარეს "სამეფო გუნდი" ვერ ივიწყებს და შეეცდება, მორატას ამბავი გამოიყენოს.

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის გარდა, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები "ბარსელონას" სუპერვარსკვლავის, ნეიმარის დამატებაზეც არ იტყვიან უარს. ინგლისური ჟურნალ-გაზეთების ინფორმაციით, "იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" მზად არიან, ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 175 მილიონი გირვანქა (200 მილიონი ევრო) გადაიხადონ, თუ ნეიმარი "კამპ ნოუს" დატოვებას გადაწყვეტს.

აქვე ვთქვათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს", კონკრეტულად კი, მათ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მარკ ბარტრას დამატება სურს. 26 წლის ესპანელში, რომელიც ამჟამად გერმანულ "დორტმუნდში" ბურთაობს, პორტუგალიელი სპეციალისტი დიდი თანხის გადახდისთვისაა მზად.
ახალი ამბები, ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
5 ივლისი 2017 18:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნეიმარი რონალდო და ბეილი და ესეთი ზღაპრენი დაივიწყონ რა და რელაურზე იჩალიცონ!! ძაან ცუდია რო გრიზმანს ვერ ვიმატებთ წელს რეალურად ფლანგის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მარტო 9 იანის დამატება ვერ გვიშველის, მიტუმეტეს ამრსიალმა თუ ისევ ურიმღამოდ უნდა ითამაშოს ფლანგზე. სანჩესსზე გადაერთონ რა იქნება რა!
0
№12
ავტორი: dzia_David
5 ივლისი 2017 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბავშვს უკვე ღამე სატრანსფერო ზღაპრების მოყოლით ვაძინებ :D :DD
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top