თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2017, 09:57
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2751,
კომენტარები: 11
"სანჩესს გუნდის დატოვება სურს"
რენატო სანჩესი "ბავარიაში" საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
რენატო სანჩესი გასული წლის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ახალგაზრდა პორტუგალიელის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ "იუნაიტედს", თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელი მიუნხენის "ბავარიამ" შეიძინა.

გერმანიაში გადაბარგების შემდეგ პორტუგალიელს რთული დრო დაუდგა. სანჩესი ვერაფრით ხვდებოდა "ბავარიელთა" ძირითად შემადგენლობაში. მას მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. სწორედ ეს მცირე სათამაშო დრო სახელდება იმ მიზეზად, რის გამოც პორტუგალიელს "ბავარიის" დატოვება სურს.

როგორც Calciomercato იტყობინება მისი შეძენის მთავარი კანდიდატი "მანჩესტერ იუნაიტედია". ინგლისელებს სანჩესის შესაძენად £25-30 მილიონის გადახდა მოუწევთ.

საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელის დიდი გულშემატკივარია ჟოზე მოურინიო. მან კიდეც აღნიშნა, რომ "იუნაიტედში" ადრე მისვლის შემთხვევაში ის აუცილებლად შეიძენდა სანჩესს. როგორც ჩანს მოურინიო ახალგაზრდა ტალანტის შეძენით კვლავ დაინტერესებულია და მაქსიმალურად შეეცდება მის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბირებას.

წყარო:M.E.N
ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
2 ივლისი 2017 12:54
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამას ეტყობა მართლა გადაკეთებული აქვს ასაკი (იყო ამაზე ოფიციალური საუბრები შარშან) თორემ ასე იოლად არავინ გაუშვებს და არც ისაუბრებდნენ ამ თემააზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top