თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2017, 14:43
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" იანუზაის გაყიდის
ახალგაზრდა ბელგიელის მომავალი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ახალგაზრდა ადნან იანუზაი უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" გეგმებში დიდი ხანია აღარ შედის, შესაბამისად ის ტოვებს "წითელ ეშმაკებს" და დიდი ალბათობით £9.7 მილიონად ესპანურ "სოსიედადს" შეუერთდება.

ადნანს ჟოზეს კლუბთან კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ პორტუგალიელს როგორც ჩანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბელგიელის გაშვება. გასულ სეზონში კი როგორც მოგეხსენებათ დევიდ მოიესის "სანდერლენდში" იყო განათხოვრებული, მანამდე კი "დორტმუნდის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

პრესის ინფორმაციით ადნან იანუზაის მხოლოდ ესპანეთიდან არ ყოლია მსურველები, მისით იტალიური "რომა" ინტერესდებოდა France Football–ის განცხადებით, მაგრამ ბელგიელმა "სოსიედადი" არჩია.

იანუზაი თავის ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ რამდენიმე რთული სეზონის შემდეგ კვლავ ითამაშებს იმ ფეხბურთს რომელსაც რამდენიმე წლის უკან თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ "რეალ სოსიედადს" მისი ტრანსფერი £9.7 მილიონი დაუჯდება.

წყარო: Metro
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
22 ივნისი 2017 08:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არადა ეს ბიჭი ძაან ნიჭიერია, ლინგარდზე ბევრად ჭკვიანი და ტექნიკურია, კარგი პასით, მოიესის დროს მართლა კარგი თამაში აჩვენა, მარჯვენა ფლანგზე გამოგვადგებოდა, მაგრამ ასეთი არასტაბილურობის და განვითარების შეფერხების მერე ალბათ ჯობია წავიდეს.
0
№12
ავტორი: vincent
22 ივნისი 2017 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ერთიდაიგივე სიახლეები მომრავლდა უკვე ამ საიტზეც :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top