თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2017, 19:24
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 14
ლუკას მოურა:"შემიძლია პარის სენ-ჟერმენი დავტოვო"
"მანჩესტერის" სამიზნემ, მზადაა "პსჟ" დატოვოს.
ლუკას მოურა:
ბრაზილიელი შემტევი ლუკას მოურას განცხადბით მას ჯერჯერობით შეთავაზებები არ აქვს, მაგრამ საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში მზადაა პარიზული კლუბი დატოვოს. ლუკას მოურას წარსულიში აქტიურად უკავშირებდნენ "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს".

ბრაზილიელმა ვინგერმა საფრანგეთის დედაქალაქში უკვე ხუთი წელი დაჰყო, მოურა პარიზელებს 2012 წელს "საო პაულოდან" შეუერთდა, ამ ხნის განმავლობაში 24 წლის შემტევმა პარიზელთა კლუბის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატრა, ამ შეხვედრებიდან 2016-17 წლების სეზონზე 52 მატჩი მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკასის კონკურენტი პარიზულ კლუბში იულიან დრაქსლერია იგი ამ სეზონში "პარის სენ-ჟერმენის" ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა, თუმცა ლუკასი აღიარებს, რომ მას შეუძლია დატოვოს ფრანგული კლუბი და მზადაა სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში განიხილოს იგი.

Diario De Sao Paulo-სთან მიცემულ ინტერვიუში ლუკასმა განაცხადა:"ყოველ სატრანსფეო ფანჯარაზე ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება. ყოფილა თუ არა, რომელიმე კლუბისგან კონკრეტული შემოთავაზება? არა. ჩემს აგეტნს არავინ არ დაკავშირებია. ფრანგებთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ თუ რაიმე საინტერესო შემოთავაზება მექნება, ჩვენ დავსხდებით და განვიხილავთ მას".

ლუკასმა სამშობლოში დაბრუნება ამ ეტაპზე გამორიცხა."ბრაზილიაში კარიერის გაგრძელებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, მე ჯერ ევროპაში მიზნები მაქვს, რის მიხწევასაც სამომავლოდ ვაპირებ. კიდევ ერთი ევროპული კლუბისათვის პსჟ-ს დატოვება ჩემთვის შესაძლებელია, მაგრამ მე კონტრაქტი მაკავშირებს კლუბთან, თუ რაიმე საინტერესო შემოთავაზება მექნება, ჩემს ამჟამინდელ კლუბთან ერთად, მას აუცილებლად განვხილავ".

წყარო:Goal
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GRIEZMANN 7
21 ივნისი 2017 05:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ეს არა და დუგლაშ კოშტა კარგია მაგრამ არუნდა ჟოზეს
0
№12
ავტორი: gigi_ryan
21 ივნისი 2017 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მოიყვანონ და ლინგარდს გააჯ*მევინონ რა!!!!!!!!!!!!!!
0
№13
ავტორი: Giggsy
21 ივნისი 2017 07:58
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
მოდი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№14
ავტორი: dzia_David
21 ივნისი 2017 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
24ისოო მე მეტის მეგონა, შეხედავ ყანიდან გამოვარდნილ ანზორი ძიას გავს ;დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top