თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2017, 12:13
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2773,
კომენტარები: 15
სმოლინგისთვის ბრძოლა მიმდინარეობს
"სპურსს" კონკურენტი გამოუჩნდა.
სმოლინგისთვის ბრძოლა მიმდინარეობს
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემი" მზადაა მის ისტორიულ მტერს ლონდონის"არსენალს" კრის სმოლინგი არ დაუთმოს.

ვიქტორ ლინდელოფის გაფორმება იმას მიანიშნებს, რომ სმოლინგის სათამაშო დრო ბევრად შემცირდება და "იუნაიტედიც" მზადა იქნება მის გასაყიდად. ინგლისელი მცველი "ტოტენჰემის" თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს სურს, თუმცა ის ასევე დაინტერესებულია ავსტრიელი მცველით, კევინ ვიმმერით.

ცნობილია, რომ კრისის გაფორმებას "არსენალიც" ცდილობს, დიდი ალბათობით, სმოლინგი იქ აღმოჩნდება, რომელი კლუბიც უფრო მეტს გადაიხდის.

წყარო: Goal.com
ჭორები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
19 ივნისი 2017 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: bziki
კი დიდი დრო გაატარა გულდასაწყვეტია მარა არაა მანჩესტერის დონე,ვერც ვერასდროს გახდება, სხვა საქმეა რო მე ჯონსსაც და ბლინსაც მირჩევნია და თუ გაშვებაა ეგენი გაუშვან მიჩევნია.
თუ დაიერის ტრანსფერში გამოიყენებენ ხო კაი,სხვას ვერც ჩართავენ მაგ ტრანსფერში ჯონსს და ბლინდს არ იკადრებს პოჩეტინოც კი

ჯონსი ამაზე ბევრად უკეთესი მცველია უბრალოდ ტიპი სულ იმტვრევა, აი ბლინდის რა გითხრა, როჟას ფაქტიურად პოზიცია არ გააჩნია, იმდენი იძახეს უნივერსალიაო ხან სად დაათრევდნენ ხან სად, მარცხნივაც იდგა, აპორნიკზეც, ცენტრშიც, მაგრამ ამ ბოლო პოზიციაზე ყველაზე სუსტი იყო, იმდენი შეცდომა დაუშვა პოზიციურად რო რავიცი, ყველას ოფსაიდი რო ეგონა ბლინდი აუცილებლად ჩარჩენილი იყო და რამოდენიმე ქულა სწორედ მაგის გამო დავკარგეთ, ფაქტი ერთია რო სმოლინგიც და ჯონსიც გასაშვებია, მაგრამ ვინმე ხო უნდა დაგრჩეს სკამზე ამდენ ტურტნირზე რო ვიქნებით. მიუხედავად ყველაფრისა ბლინდს მაინც დაიტოვებენ ალბათ, მოურინიოს სჩვევია ეგეთი ფეხბურთელების სწორად გამოყენება თუ არადა მიაყოლებს შნაიდერლინის გზას და ეგ იქნება :))
0
№12
ავტორი: gache1991
19 ივნისი 2017 17:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მიცენ ტოტეს და თუ ნაინგოლანს ვერ ვთრეულობთ დაიერის ტრანსფერში გამოვიყენოთ:))
0
№13
ავტორი: mufc1878
20 ივნისი 2017 06:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
აუცილებელია ზამენაზე საიმედო მცველის ყოფნა

ამიტომ მოუ არ გაუშვებს შანსი არააა
0
№14
ავტორი: JuanMata
20 ივნისი 2017 07:56
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სმოლინგზე გული არ დამწყდება, პირიქით რამე კარგ ტრანსფერში თუ ჩავრთავთ უეთესიც იქნება, ძირითადში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება. ძაან მოუქნელი ტიპია, ბევრ შეცდომას უშვებს და ბურთთან თამაში არ შეუძლია, ფიზიკურად ძლიერია და მაღალია, მეტი არაფერი არ აქვს ამ მცველს, მისი გამოტანილი ბურთი 10-დან 8 შემთხვევაში მეტოქე გუნდის შეტევის ახალ ფაზას იწყებს.
მე პირადად სმოლინგს ჯონსი ბევრად მირჩევნია, ყოველ დღე ლაზარეთში რომ არ იწვეს, კარგი მცველი ეყოლებოდა იუნაიტედს და ინგლისის ნაკრებს, საფრანგეთთანაც ცუდად არ ჩაუტარებია თამაში.
0
№15
ავტორი: jonisalo
20 ივნისი 2017 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მანჩესტერისთვის საკმაოდ დაბალი დონის მცველია, საკმაოდ ნელია და ტრამვებსაც საკმაოდ ხშირად იკიდებს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top