თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2017, 20:14
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3681,
კომენტარები: 18
15.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
15.06.2017 - დღის შეჯამება
15 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. დე ხეა რჩება ?

დავიდ დე ხეა დიდი ალბათობით "იუნაიტედში" დიდი ხნით დარჩება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჯიჯიო დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტის გახანრგძლივებაზე უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელი მილანს ან ამ ზაფხულში დატოვებს, ან "მილანს" გაისად მისი გაშვება უფასოდ მოუწევს. ესპანური მედია იტყობინება, რომ ახალგაზრდა იტალიელის მომავალი კლუბი მადრიდის "რეალია".

2. ალვარო მორატა

ალვარო მორატა "იუნაიტედს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. როგორც Sky Italia იტყობინება, ტრანსფერის დაყოვნების მიზეზი მადრიდის "რეალია". გუნდები კვლავ ვერ შეთანხმდნენ იმ თანხაზე, რომლის სანაცვლოდაც მორატა "იუნაიტედში" გადაბარგდება. მადრიდელები ესპანელში £80 მილიონს ითხოვენ, რაზედაც ინგლისელები უარს აცხადებენ. მოლაპარაკებები გრძელდება.

3. ბეილი რჩება

ევროპული პრესის თანახმად, გარეტ ბეილი მომავალ სეზონშიც მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იქნება. ბეილს გუნდის დატოვების არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს, მას "რეალში" დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე სურს.

4. ივან პერიშიჩი

BBC -ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედმა" მილანის "ინტერს" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ეს უკანასკნელი იტალიელებმა უარით გაისტუმრეს. მილანელები ხორვატს £44 მილიონად აფასებენ, ინგლისელებს კი მისი შეძენა £35 მილიონად სურთ.

5. ფაბინიო

იმავე BBC -ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" არასდროს ყოფილა დაინტერესებული ფაბინიოს შეძენით. ბრაზილიელის "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგება გამორიცხულია. შეგახსენებთ, რომ ფაბინიოს შესაძლო ტრანსფერი "იუნაიტედში" M.E.N -მაც გამორიცხა. როგორც ჩანს მოურინიო ბრაზილიელით მართლაც არაა დაინტერესებული. მას ერიკ დაიერის ან ნემანია მატიჩის მოყვანა აქვს ჩაფიქრებული.

6. ადნან იანუზაი

ბელგიური მედიის თანახმად, ადნან იანუზაი "მანჩესტერს" მიმდინარე ზაფხულში დატოვებს. ის კარიერას იტალიურ "რომაში" გააგრძელებს.

7. კრის სმოლინგი

ESPN -ის თანახმად კრის სმოლინგი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. ბრიტანული მედიაში უკვე ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ ვენგერი სმოლინგის შეძენით პირადადაა დაინტერესებული და მაქსიმალურად შეეცდება მის "ემირატებზე" გადაბირებას.
სიახლეები
18 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
16 ივნისი 2017 06:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ნაინგოლანი რომასთან ახანგძლივებსო

დეხეა კი დარჩება, მაგრამ იცი რამიტყდება? ეს დედა არღნიანი გამოდი რა კაცურად და თქვი რო არაპირებ სადმე წასვლას.გასუსული რო ხარ.
0
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
16 ივნისი 2017 07:42
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: gaga1987
ნაინგოლანი რომასთან ახანგძლივებსო

დეხეა კი დარჩება, მაგრამ იცი რამიტყდება? ეს დედა არღნიანი გამოდი რა კაცურად და თქვი რო არაპირებ სადმე წასვლას.გასუსული რო ხარ.

დონარუმა რეალში გადავიდა. აგენტმაც დაადასტურა რომ რეალში ითამაშებს. ასე რომ დეჰეა არსად არ მიდის. ნუ ეგ მართალია უნდა გამოსულიყო და ეთქვა,ეს როგორც ერერამ გააკეთა
0
№13
ავტორი: gache1991
16 ივნისი 2017 08:07
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დეხეას ამბავი დიდი ხანია გარკვეულია.მილანმა ოფიციალურად დაადასტურა რო დონარუმა მიდის და რეალურად რეალი ბარსას გარდა მეკარის პრობლემა არავის აქ დიდ გუნდებში.სმოლინგიც წასულია გუშინ აგენტი გამოცვალა რაც ხშირ შემთხვევაში წასვლას ნიშნავს ხოლმე.არამგონი 25-30 ლიმონზე ნაკლები ღირდეს.მე პირადად მორატაში 90ს არ გადავიხდიდი მივცემდი სმოლინგს არსენალს 10-15 მილიონს დავამატებდი და ჟირუს დავითრევდი.1 პრემიერლიგაშია დიდი ხანია.2მაღალი ფიზიკურად ძლიერია პასი იცის დარტყმა აქ მომენტს გრძნობს და რავი წელს ზამენაზე ყავდა ვენგერს და მაინც რამდენი ბურთი შეაგდო და.ჩვენთან 20 ბურთს თავისუფლად გაიტანს..90 მილიონი რა ამბავია მორატაა.ამ ფასების ფონზეც ზედმეტად გაწელილი თანხაა.იგუაინის 90 მილიონზე არარაფერს ვამბობ
0
№14
ავტორი: WeAreUnited
16 ივნისი 2017 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
რას ვერ ვამუღამებ იცით მეც ფანი ვარ ამ კლუბის 6 წლიდან და აგერ უკვე 20 წელიწადია და რატომ დარდობთ რამდენს ვისში გადაიხდიან მთავარია კლუბმა აჩვენოს შედეგი დღევანდელ რეალობას რომ გადავხედოთ რეალმა დაიწყო ფასების ზრდა ფეხბურთელებში ასტრონომიულ თანხებს იხდიან და რა მაინტერესებს იცით რატომ გგონიათ რომ მორატა 90 არ ღირს ჯერ არის 24 წლის ფეხბურთელია დაყენებული თავდამსხმელი და შეიძლება ითქვას რომ ძალიან მაგარი თავდამსხმელი და რა გგონიათ ეხლა თქვენ რომ ვინმე მოგყიდით სუარესს მესის რონალდოს ან ბეილს, მორატა არის გუნდში სადაც არის ბენზემა და მაგიტომაც იყიდება ასე რომ სანამ დროა უნდა დაითრიოს 100ლიმონიც რომ დაუჯდეს 600 მილიონი გამოყოფილი სატრანსფერო თანხა აქვს მსოფლიოს უმდიდრესს კლუბს და მემგონი გვაქვს მაგის ფუფუნება რომ მაგხელა მაყუთები ვმაზოთ ფეხბურთელებში ასე რომ დაითრიეთ ლუდი ჩიპსი თხილი და მივყვეთ სატრანსფერო ბატალიებს :)
0
№15
ავტორი: kobinio
16 ივნისი 2017 09:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: gache1991
დეხეას ამბავი დიდი ხანია გარკვეულია.მილანმა ოფიციალურად დაადასტურა რო დონარუმა მიდის და რეალურად რეალი ბარსას გარდა მეკარის პრობლემა არავის აქ დიდ გუნდებში.სმოლინგიც წასულია გუშინ აგენტი გამოცვალა რაც ხშირ შემთხვევაში წასვლას ნიშნავს ხოლმე.არამგონი 25-30 ლიმონზე ნაკლები ღირდეს.მე პირადად მორატაში 90ს არ გადავიხდიდი მივცემდი სმოლინგს არსენალს 10-15 მილიონს დავამატებდი და ჟირუს დავითრევდი.1 პრემიერლიგაშია დიდი ხანია.2მაღალი ფიზიკურად ძლიერია პასი იცის დარტყმა აქ მომენტს გრძნობს და რავი წელს ზამენაზე ყავდა ვენგერს და მაინც რამდენი ბურთი შეაგდო და.ჩვენთან 20 ბურთს თავისუფლად გაიტანს..90 მილიონი რა ამბავია მორატაა.ამ ფასების ფონზეც ზედმეტად გაწელილი თანხაა.იგუაინის 90 მილიონზე არარაფერს ვამბობ

კაი აზრია,და საერთოდ ეს სატრანსფერო პოლიტიკა გადასახედია,უეფამ თუ ფიფამ ვისაც ევალება რეგულაციების ცვილება ცოტა ჩარჩოებში უნდა მოაქციოს წესები ყველა ყ.. რო 100 000 ფასდება ტეხავს მაგარი
0
№16
ავტორი: bziki
16 ივნისი 2017 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გასაშვებიც ბევრი იქნება 40 ფეხბურთელამდე შეიკვრებიან განათხოვრებულები და ახლები რო დაემატებათ რა ამბავია, ჯოზე იძახდა 21 კაცთან მომწონს მუშაობაო იყოს 24 :) მაგ შემთხვევაშიც 10 kacze metia გასაშვები

იანუზაი,პერეირა,ლინგარდი,რუნი,იანგი,ბლინდი,ჯონსი ამათ გავუშვებდი საკმაო თანხაც ამოვა(ლინგარდს არ გაუშვებს მოუ რატო ვერ ვხვდები)

მარა ჟოზე სმოლინგს უშვებს პირველს არადა ბლინდზე და მითუმეტეს ჯონსზე მეტათ ენდობოდა რა მაფიაა ვერ ვხვდები
0
№17
ავტორი: DachiZlatan
16 ივნისი 2017 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რა ჩამკვდარია საიტი (((
0
№18
ავტორი: pogbensito
16 ივნისი 2017 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ციტატა: hazard10
რონალდუმ რეალს გაშვება სთხოვა და შეიძლება იუნატედში დაბრუნდესო და ნეტა მართალია? wink
. Hალამადრიდზეც გავრცელდა ეგ Iმორმაცია ნეტა ეგ Iყოს მოუს სიურპრიზი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top