თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2017, 10:43
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2701,
კომენტარები: 13
ვიქტორ ლინდელოფი: სრული ინტერვიუ
გთავაზობთ "იუნაიტედის" ახალი შენაძენის სრულ ინტერვიუს
ვიქტორ ლინდელოფი: სრული ინტერვიუ
22 წლის შვედი "იუნაიტედმა" ოფიციალურად გუშინ წარადგინა. გთავაზობთ კლუბის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

კეთილი იყოს შენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში. როგორია ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა ?

"გმადლობთ. საოცარი გრძნობაა. ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ ამ დიდებულ გუნდში გადმოსვლით. შეუძლებელია მეტად ბედნიერი ვიყო."

"იუნაიტედთან" დიდი ხნის განმავლობაში გაკავშირებდნენ. რამდენად მოხარული ხარ იმ ფაქტით, რომ ჟოზე მოურინიო ასე იყო დაინტერესებული შენი შეძენით ?

"რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო გრძნობაა, როცა ამ დონის მწვრთნელს შენი თავი სურს. მიხარია, რომ ჟოზე ასე იყო დაინტერესებული ჩემი შეძენით."

მას უკვე დაელაპარაკე ?

"რა თქმა უნდა. სასიამოვნო დიალოგი გვქონდა. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, თუ რას ფიქრობდა ჟოზე ჩემზე."

ჟოზეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ის მცველებისგან ყოველთვის მაქსიმუმს იღებს. იყო ეს ერთ-ერთი ფაქტორი რამაც შენს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ?

"დიახ. მოურინიო დიდი მწვრთნელია და ჩემთვის მასთან მუშაობა სერიოზული გამოწვევაა."

რამდენად რთული იყო "ბენფიკას" დატოვება ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ ?

"ბენფიკაში" დაახლოებით 5 წელი გავატარე. რა თქმა უნდა ეს საკმაოდ რთული და მძიმე გადაწყვეტილება იყო. პორტუგალიაში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ როცა "იუნაიტედი" გიკეთებს შეთავაზებას, გადაწყვეტილების მიღება რთული არ არის."

ზლატანთან მანჩესტერსა და აქაურ ცხოვრებაზე ხომ არ გისაუბრია ?

"არა, არ მისაუბრია იბრასთან."

ზლატანი რეაბილიტაციას აქ გადის და ეს კარგი იქნება შენთვის. მას ხშირად შეხვდები...

"დიახ, მეც ასე ვფიქრობ. შესაძლებლობა მექნება მასთან კლუბსა და აქაურ ცხოვრებაზე ვისაუბრო."

როგორი ტიპის ცენტრალური მცველი ხარ ?

"ვთვლი, რომ საკმაოდ მშვიდი ფეხბურთელი ვარ. მიყვარს როდესაც ბურთთან ახლოს ვარ, რადგანაც ჩემი აზრით ამ კომპონენტში კარგი ვარ. ასევე ვფიქრობ, რომ კარგი ვარ თამაშის წაკითხვაში. თანაგუნდელებს ირგვლივ მშვიდად ყოფნის საშუალებას ვაძლევ. მათ იციან, რომ ჩემი სახით უკან ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც მათ დასაზღვევად ყველაფერს გააკეთებს."

შენ რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია თამაში. ყველაზე მეტად თავს კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობ ?

"რომელ პოზიციაზე ვგრძნობ თავს კომფორტულად ? დიახ, მე მითამაშია ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მარჯვენა განაპირა მცველად, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ გუნდისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა ცენტრალურ დაცვაში თამაშით შემიძლია."

ცენტრალურ დაცვაში გუნდს ჰყავს ერიკ ბაიი, დეილი ბლინდი, მარკოს როხო, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი... მზად ხარ იბრძოლო შენი ადგილისთვის ?

"რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ისინი ძალზედ კარგი ფეხბურთელები არიან. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. კარგია, როდესაც შენ ირგვლივ ასეთი ფეხბურთელები არიან, რადგანაც კონკურენცია აუცილებელია."

პრემიერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. იყო აქ თამაში შენი ამბიცია ?

"დიახ. აქ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ახლა ეს ოცნება ამიხდა."

რამდენად დიდი გამოწვევაა ახალ ჩემპიონატში ასპარეზობა ?

"ახალ ჩემპიონატში გადასვლა ითხოვს ადაპტირებას, ახალ გარემოსთან მიჩვევას. ეს საკმაოდ რთული პერიოდია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში. ვთვლი, რომ წინ საინტერესო სეზონი მელოდება."

"ბენფიკაში" ბევრი ტიტული მოიგე. რა არის შენი მიზანი მომავლისთვის ?

"იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, რომელსაც გამარჯვება სურს. ეს არის ჩემი მიზანიც. აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს ჩემი შესაძლებლობებით ბევრი ტიტულის მოგებაში დავეხმარო."

ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება გაქვს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის ?

"ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა. შენ აქ რამდენიმე საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გიწევს თამაში. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ამ თამაშებიდან ბევრი რამ ვისწავლე."

როგორ წარმოგიდგენია "ოლდ ტრაფორდზე" პირველად გამოსვლა ?

"არ ვიცი, ალბათ ეს საოცარი გრძნობა იქნება. "იუნაიტედის" თამაშებს ხშირად მიყურებია ტელევიზიით, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" არასდროს ვყოფილვარ. ვიცი, რომ ეს საოცრება იქნება. ამიტომაც ველოდები მოუთმენლად სეზონის დაწყებას."

როგორ აფასებდი "იუნაიტედს" ? ისინი ხომ შვედეთში ძალზედ პოპულარულები არიან...

"იუნაიტედი" დიდი გუნდია. თქვენ მართალი ხართ, "მანჩესტერ იუნაიტედი" შვედეთში ყველაზე პოპულარული გუნდია. ეს არის დიდი გუნდი, დიდი ორგანიზაცია."

რამდენად მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად საზაფხულო ტურნეზე წასვლა ?

"ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. წინასასეზონო პერიოდი გამომადგება თანაგუნდელებთან შეჩვევაში. ასევე გავერკვევი გუნდის სათამაშო სტილსა თუ სისტემაში. ამიტომ, ეს პერიოდი კარგად უნდა გამოვიყენო."

საჯარიმო დარტყმების შესრულება კარგად გამოდგის. აპირებ იგივეს გაკეთებას "იუნაიტედში" ?

"არ ვიცი. ჯარიმების შესრულებაში საკმაოდ კარგი ვარ და თუ შესაძლებლობა მექნება, რატომაც არა."

"იუნაიტედის" ფანებისთვის ხომ არ გაქვს შეტყობინება ?

"მინდა მათ ვუთხრა, რომ აქ ყოფნით ძალზედ ბედნიერი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იმედი მაქვს ისინი ჩემი თამაშით ისიამოვნებენ."

წყარო:MANUTD.COM
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
15 ივნისი 2017 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
kai transfer8a darcmunebuli var gamigvadgeba
0
№12
ავტორი: Manstark_United
15 ივნისი 2017 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
axla droa sheretevas miexedos
0
№13
ავტორი: stepno
15 ივნისი 2017 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მცველებში ერთერთი მაგარი ვარიანტი იყოო ეს და დავითრიეთ კიდეც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top