თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2017, 19:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3234,
კომენტარები: 12
13.06.2017 - დღის შეჯამება
დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
13.06.2017 - დღის შეჯამება
13 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ალვარო მორატა

ალვარო მორატას აგენტის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდებული გუნდია, რომელმაც მის კლიენტს განსაკუთრებული შეთავაზება გაუკეთა. აგენტის თქმით ყველაფერი "რეალზეა" დამოკიდებული. ამასთან მან ისიც დასძინა, რომ მისი კლიენტი მილანში არ გადავა.

წყარო:Sky Sports

2. მოურინიოს ფაბინიო აღარ აინტერესებს ?

M.E.N -ის თანახმად პორტუგალიელი სპეციალისტი ფაბინიოს შეძენით სულაც არაა დაინტერესებული. მისი სურვილია გუნდმა ჩამშლელი ნახევარმცველი შეიძინოს. ამ პოზიციაზე კი ჟოზეს ნემანია მატიჩის ან ერიკ დაიერის ხილვა სურს.

წყარო: M.E.N

3. ანტუან გრიზმანი

ანტუან გრიზმანმა "ატლეკოსთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. კლუბის პრეზიდენტის განცხადებით არ შეცვლილა გრიზმანის გამოსასყიდი თანხა.

წყარო: Manutd.one

4. "პსჟ" პერიშიჩით დაინტერესდა ?

პარიზული კლუბი ხორვატიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგები მზად არიან იტალიელებს ხორვატში ანხელ დი მარია და პლუს თანხაც გადაუხადონ.

წყარო:The Sun

5. ვენგერს "იუნაიტედის დუეტი სურს

Daily Star იტყობინება, რომ არსენ ვენგერმა კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის შეძენა გადაწყვიტა. ინგლისურ მედიაში მოხშირდა ხმები იმის შესახებ, რომ ლინდელოფის მოყვანის შემდეგ სმოლინგი გუნდიდან აუცილებლად წავა. ამიტომაც შესაძლებელია, რომ მომავალ სეზონში ინგლისელი "ემირატებზე" ვიხილოთ.

წყარო: M.E.N

6. იბრა კარინგტონზე დაბრუნდა ?

M.E.N -ის ინფორმაციით ლუკ შოუ, ეშლი იანგი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარინგტონზე დაბრუნდნენ. ისინი აქ რეაბილიტაციას გაივლიან. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ჟოზე მოურინიო ლუკ შოუს არ გაყიდის. ამ უკანასკნელს კვლავ ექნება მომავალ სეზონში თავის გამოჩენის შანსი.

წყარო:M.E.N

7. ვიქტორ ლინდელოფი

ვიქტორ ლინდელოფი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებისთვის სავარაუდოდ ოთხშაბათს ჩაფრინდება.

წყარო:M.E.N

8. მარკო ვერატი

აგენტის განცხადებით "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ის ორი მთავარია გუნდია, რომელშიც ვერატი გადავიდოდა. თუმცა პარიზული გუნდის ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ "პსჟ" იტალიელს დიდი ალბათობით არც ამ ზაფხულში გაუშვებს.

წყარო: M.E.N

სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
14 ივნისი 2017 06:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magrad avicheri ukve vegar gavige Vis vyidulobt da Vis araa))
0
№12
ავტორი: scholes
14 ივნისი 2017 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: temo-scholes
შენ გენაცვალე მე ჩემო ძმაო...!!! მაგარკაცა ხარ <3

გაიხარე სქოულზჯან :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top