თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2017, 18:23
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2660,
კომენტარები: 17
"იუნაიტედი" ფაბინიოს არ შეიძენს ?!
ბაკაიოკოს ტრანსფერი ლონდონის "ჩელსისთან", შესაძლოა "იუნაიტედისთვის" მომგებიანი აღმოჩნდეს.
მიმდინარე წინასატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "მონაკოს" მარჯვენა მცველი ფაბინიო გახლავთ, თუმცა "ManchesterEveningNews"-ის თანახმად, მომდევნო სეზონს "ოლდ ტრაფორდზე" ბრაზილიელი არ იასპარეზებს.

ყველასათვის ცხადია, რომ ჟოზე მოურინიოს სჭირდება მაიკლ კერიკის შემცვლელი, რომელიც ბოლო სეზონს ჩაატარებს თავის საფეხბურთო კარიერაში. ჭორების თანახმად, პორტუგალიელი შეეცდება, არა ფაბინიოს, არამედ მისი ყოფილი შეგირდის, ნემანია მატიჩის ან პრემიერ ლიგაში მოასპარეზე, ერიკ დაიერის გადაბირებას.

ამჟამად მატიჩის ტრანსფერი ნაკლებას სავარაუდოა, მაგრამ "იუნაიტედის" შანსები დიდი ალბათობით მკვეთრად გაიზარდება, რამეთუ ლონდონური კლუბი ახლოს არის "მონაკდან" ბაკაიოკოს შეძენასთან.

როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედი" ცდილობს ცენტრალური დაცვის, ნახევარდაცვის, გარემარბისა და თავდასხმის გაძლიერებას. ამავე დროს, კლუბმა უკვე მოახერხა ვიქტორ ლინდელოფის გადაბირება. გარდა ამისა, მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შევიდა, რომელიც ალვარო მორატას ტრანსფერს უკავშირდება.

წყარო: M. E. N.
ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
13 ივნისი 2017 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არანაირი მატიჩი და მატუიდი არმინდა>>>ნაინგოლანი ვერატი ბაკაიოკო დაიერი აქედან ერთერთი მოიყვანოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივნისი 2017 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზეს სია რო არ იცის არავინ ამიტო იწერება ათასი სისულელე :))
0
№13
ავტორი: stepno
13 ივნისი 2017 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჯერჯერობით კაი არაფერი მესმის ტრანსფერებზე რაა ეს მცველი კაიაა მაგრაამ სხვაა??
0
№14
ავტორი: kashmara
13 ივნისი 2017 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მიყვარხხართ მაგრამ შორს ხართ ჩემი აზრით
0
№15
ავტორი: bziki
14 ივნისი 2017 06:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მატიჩი იქნება ბოლო გზა თუ მანამდე ყველა ტრანსფერი ჩაუვარდათ მარა ვუდვორდი ყველა ტრანსფერს
რო არ ჩააგდებს ხო იასნია:D
პრიორიტეტი დაიერი-ფაბინიო იქნება, ფაბინიო უფრო ადვილად დასახური ტრანსფერია უფრო მაგას მიაწვებიან, ეს ყველაფერი ჭორებია ფაბინიოს არ დაიკიდებენ თავისით შანსი არაა
მე უფრო შეტევა მეფიქრება მორატას გარდა სავარაუდოთ მხოლოდ ერთ შემტევს მოიყვანს და არ მინდა ეგ ერთი პერისიჩი იყოს:(
0
№16
ავტორი: irakli87
14 ივნისი 2017 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ტრასფერებში ჩვენ ყოველთვის მოვიკოჭლებდით. რატომ არუნდა გვეყიდა ბაკაიოკო ჩვენ და ეხლა პირიქით ბებერი მატიჩი ჩვენ რატომ უნდა ვიყიდოთ და ჩელსმა ბაკაიოკო. ასე წინ ვერ წავალთ თურქული კლუბი ხომ არ ვართ?! მანჩესტერს ცუდი მენტალიტედი აქვს ამ მხრივ სამწუხაროდ. ტოპ ფეღბურთელები ჩელსში უფრო მარტივად მიდიან ვიდრე ჩვენთან.
0
№17
ავტორი: nugo-nugo
14 ივნისი 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
არ გვინდა მატიჩი.ნიანგოლანზე იჩალიჩონ.მე ბაკაიოკო მინდა ძაან მარა ჩელსიში წავა ალბათ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top