2. "რეალ მადრიდსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მორატას თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. ესპანელი "იუნაიტედს" €70 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება და კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას "ლოს-ანჯელეს გალაქსში" გააგრძელებს. სარეაბილიტაციო კურსს ის კალიფორნიაში გაივლის. შეგახსენებთ, რომ MLS-ის სეზონი მარტში განახლდება, ამ დროისთვის კი ზლატანს მოედანზე დაბრუნებაც შეეძლება.
5. "იუნაიტედის" ერთ-ერთი სამიზნე, ტიმო ბაკაიოკო დიდი ალბათობით კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ახალგაზრდა ფრანგი მოიაზრებოდა მანჩესტერელთა ნახევარდაცვის მომავალ ვარსკვლავად, მაგრამ როგორც ჩანს £35 მილიონის სანაცვლოდ ის "სტემფორდ ბრიჯზე" იასპარეზებს.