თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2017, 07:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2595,
კომენტარები: 17
"ინტერმა" პერიშიჩის საფასური დაადგინა
ხორვატი ფეხბურთელის ფასი ცნობილია.
მილანის "ინტერი" ივან პერიშიჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" 44 მილიონ ფუნტს სთხოვს.

"იუნაიტედი" ხორვატი ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურად არის დაინტერესებული და სქაი იტალია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისელები ახალი და გაუმჯობესებული შეთავაზების გასაკეთებლად მზად არიან.

სქაის წყაროებისვე ცნობით, მაისში "იუნაიტედმა" "ინტერთან" პერიშიჩის პოტენციური შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა და იტალიურ გრანდს 36 მლნ. ფუნტი შესთავაზა.

სერია A-ს კლუბმა კი ეს შეთავაზება უარყო და ახალი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი პერიშიჩს "სან სიროზე" შეინარჩუნებს, თუკი ხორვატისთვის 44 მლნ. ფუნტს ვერ მიიღებს.

ივანი "ინტერში" 2015 წელს "ვოლფსბურგიდან" გადავიდა და სერია A-ში კარგი პირველი სეზონი ჰქონდა 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით.

მოქმედი კონტრაქტით მას მილანურ კლუბთან სამი წელი აკავშირებს.

"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი სატრანსფერო საქმიანობა მთლიანად ედ ვუდვორდს გადააბარა და სასურველ ფეხბურთელთა სია გადასცა.

წყარო: skysports
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
10 ივნისი 2017 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ციტატა: Dato kutaisi
პროსტა ვკაოფობ რა მოუმ ჩამოწერა სია და წავიდა დასასვენებლად.კაციშვილმა არ იცის რა წერია იმ სიაში და მარჩიელობენ.საერთოდ არ გამიკვირდება ვაფშე სხვა ხალხი იყიდოს ვიდრე ვიზეც არის ლაპარაკი

Bazari araa))))
0
№12
ავტორი: dzia_David
10 ივნისი 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ფებურთელებს ისეთი ფასები დაედოთ ლამის უბანში სათამაშოდ უფასოდ აღარ ჩავიდეე ;დ :D :D
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
10 ივნისი 2017 11:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: kobinio
ციტატა: Dato kutaisi
პროსტა ვკაოფობ რა მოუმ ჩამოწერა სია და წავიდა დასასვენებლად.კაციშვილმა არ იცის რა წერია იმ სიაში და მარჩიელობენ.საერთოდ არ გამიკვირდება ვაფშე სხვა ხალხი იყიდოს ვიდრე ვიზეც არის ლაპარაკი

მაურინიოს ვინც უეჭველი უნდა თვითონ უკავშირდება ხო იცი?! სანჩესი მინდა მაგრად მგონია რომ ეგ ბიჭი ჩვენთან კარგად იმუშავებდა და როდრიგესიც

სამჩესი ბაზარი არაა როდრიგესს ვერ დავიჩემებ

ციტატა: dzia_David
ფებურთელებს ისეთი ფასები დაედოთ ლამის უბანში სათამაშოდ უფასოდ აღარ ჩავიდეე ;დ :D :D

ჩაგეთვალა:))))
0
№14
ავტორი: Manstark_United
10 ივნისი 2017 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
პერისიჩი მუშა ფეხბურთელია და საჭიროა,ფასები კიდე ისეა აწეული 44 მილიონი ვინგერში რო გადავიხადოთ რა მოხდა მერე. თანაც ვალენსიას სტილია,ისეთი ვინგერია მთლიან ფლანგს რომ ჩააბარებ. უყვარს ჟოზეს დუალისტური ტიპის ფეხბურთელები,რომლებიც შეტევაშიც კარგად ერთვებიან და დაცვაშიც ირჯებიან.სწორედ მასეთია პერისიჩი და მივესალმები მის მოყვანას !!! winked
0
№15
ავტორი: SHOTAMESSI10
10 ივნისი 2017 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
უნდა გაძლიერდეს იუნაიტედი
0
№16
ავტორი: kashmara
10 ივნისი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ეს ფაჩატო არ დავნახო თორე მოურინიო მოგ****ვ დედას!!!!
0
№17
ავტორი: Morata9
10 ივნისი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ფლანგი კი უნდა გავაძლიეროთ მაგრამ ეს გაგვაძლიერებს ? არამგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top