თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2017, 05:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2326,
კომენტარები: 13
ერერას კლუბში დარჩენა სურს
ანდერ ერერა "ბარსელონაში" გადასვლაზე არ ფიქრობს.
ერერას კლუბში დარჩენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ განაცხადა, რომ მიუხედავად მის მიმართ "ბარსელონას" მხრიდან გამოჩენილი ინტერესისა, "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ აპირებს.

ორი კვირის წინ "კამპ ნოუს" მკვიდრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე დანიშნეს. ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილ მწვრთნელს კი ერერასთან უკვე აქვს ნამუშევარი და ჭორების თანახმად, მასთან გაერთიანება კიდევ ერთხელ სურს.

თავად ანდერს მსგავსი გეგმები არ აქვს: ესპანელმა შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოაყალიბა ჟოზე მოურინიოსთან და "იუნაიტედის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. მეტიც, ერერა "ოლდ ტრაფორდზე" რამდენიმე წლის გატარებას აპირებს.

"მოურინიო გამარჯვებისთვის არის დაბადებული. სამი ტიტული, რომელიც პირველივე სეზონში მოიგო, ნათლად ასახავს მის ოსტატობას. ასეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშის უზადოდ მოხარული ვარ.

იმედი მაქვს, "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდხანს დავრჩები. მოურინიოსგან სწავლა და პროგრესირება მსურს. საერთოდ კი, ყველა მწვრთნელის მადლიერი ვარ, ვისთანაც ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია",
- განაცხადა ესპანელმა.

წყარო: espn
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ßeckham
9 ივნისი 2017 11:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 34
ეს თუ არ წავიდა მომავალი კაპიტანია manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "რასიზმის ვერანაირ გამოვლინებას ვერ მივიღებ, თუ ვინმე ქუჩაში ბანანს მესვრის, მას უბრალოდ მოვკლავ, დაე დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან"-მარიო ბალოტელი
№12
ავტორი: Dato kutaisi
9 ივნისი 2017 11:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მაგალითია ყველა ფეხბურთელისთვის თუ როგორ შეიძლება და როგორ უნდა იყო ფეხბურთელი ჯერ ადამიანი მერე სპორტსმენი.ამას არ უყურებს დეხეა ნეტა?განა ბევრს შეუძლია ბარსას უარი უთხრას?მარა ჩლუნგია ჩლუნგი მეტი არაფერი ქვია დეხეას
0
№13
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2017 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Yvelaze magari kaciii❤️
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top