თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2013, 13:29
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2456,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემი" გაანადგურა!
გუშინ გაიმართა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის შეხვედრები სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემი" გაანადგურა ანგარიშით 4–1....
"წითელი ეშმაკუნები" გახდნენ მეხუთე რაუნდის მონაწილეები, რადგან მათ "ოლდ ტრაფორდზე" "ფულჰემი" დაამარცხეს, ანგარიშით 4–1...


"წითლების" მეოთხე რაუნდში გადამრჩენელი, რობინ ვან პერსი სკამზე დარჩა. კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმა კი ცენტრალური მცველების დუეტი შეადგინეს. სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ანდერსონი!


ხუთი თვის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა დიმიტარ ბერბატოვი, მაგრამ ახლა ის "ფულჰემის" შემადგენლობაში გამოდიოდა. მინდორზე ასევე გამოვიდნენ იონ არნე რისე და ალექს კაჩანიკლიჩი.


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემი" გაანადგურა!


უკვე მეორე წუთზე, სტუმრებმა დაუშვეს უპატიებელი შეცდომა. არონ ჰიუზმა საჰაერო ორთაბრძოლის დროს კრის სმოლინგის წინააღმდეგ, რატომღაც ხელით ითამაშა. არბიტრმა, მარკ კლატენბურგმა დაუფიქრებლად დანიშნა პენალტი, რითაც რაიან გიგზმა ისარგებლა და ანგარიში 1–0 გახდა!


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემი" გაანადგურა!


როდესაც "იუნაიტედს" უპირატესობა აქვს, მაშინ ძალიან ძნელია, მათი გაჩერება. ასე რომ, "ფულჰემმა" ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, "წითლების" შეტევის შიშით.

21 წუთზე უეინ რუნის დარტყმულის შემდეგ, მარკ შვარცერმა ბურთი მოიგერია, რის შედეგადაც ასხლეტილი ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ თამაში ისევ დაწყნარდა.


მეორე ტაიმში "იუნაიტედმა" გადაწყვიტა ანგარიში გაეზარდა. 50 წუთზე ანდერსონმა ზუსტი გადაცემა გააკეთა უეინ რუნიზე, რის შემდეგაც მან ერთი მოძრაობით ჰიუზი ჩამოიშორა და კარისკენ მარცხენა ფეხით დაარტყა ბურთი. ანგარიში 2–0!


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემი" გაანადგურა!


ორი წუთის შემდეგ უეინმა ბურთი ხავიერ ერნანდეს გადააწოდა, მას მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს. ჩიჩარიტომ კი ბურთი კარში მოათავსა, ანგარიში 3–0!


"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფულჰემი" გაანადგურა!


მატჩის დანარჩენი კი სტუმრების პრესტიჟის გოლით დაგვამახსოვრდა. ჰიუზმა თავისი შეცდომები გამოასწორა, უეინ რუნისთან საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და დე ხეას კარი დალაშქრა, ანგარიში კი 4–1 გახდა! დავიდ დე ხეას ცოტა არ იყოს ჩაეძინა და ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

"მანჩესტერ იუანიტედმა" თამაში კარგი თამაშისა და კლასის ხარჯზე მოიგო. რის შედეგადაც სერ ალექსის შეგირდები მეხუთე რაუნდში გადავიდნენ!



წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
27 იანვარი 2013 17:11
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დახრილ ტექსტზე ნუ მამეორებინებთ ათასჯერ რო აკრძალულია ვახ! areyoukiddingme
კარგია ისე საღოლ კარგად მუშაობ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: ლადო
27 იანვარი 2013 17:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
...RooNeY...FaN...,
ამაზე გამოვიყენებ ხოლმე რაა მერე ძალიან უშნოდ ჩანს derpwhy
0
№13
ავტორი: Mgelo
27 იანვარი 2013 18:22
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ ავტორ კარგია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top