თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2017, 19:27
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4377,
კომენტარები: 12
Sky sports: "იბრაჰიმოვიჩის მომავალი ცნობილია"
ბრიტანული Sky sports ზლატანის მომავალზე საინტერესო განცხადებას აკეთებს.
Sky sports:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი ხმაურიანი შენაძენი იყო. მოგეხსენებათ რომ იბრაჰიმოვიჩი გუნდს თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდა და გუნდს მის შეძენაში არანაირი თანხა არ გადაუხდია. გამომდინარე აქედან შვედი გუნდის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გამართლებული შენაძენია. მოგებული სამი ტიტულიდან ორი (კომუნიტი შილდი და ლიგის თასი) "იუნაიტედმა" სწორედ იბრაჰიმოვიჩის გოლების წყალობით მოიგო.

ალბათ ყველას გახსოვთ რომ სეზონის ბოლო ნაწილში ზლატანმა უმძიმესი ტრავმა მიიღო "ანდერლეხტთან" და გუნდს სწორედ ამ ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა მესამე ტიტულის მოგებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ევროპა ლიგის ტიტულის მოპოვებაშიც იბრას როლი ძალზედ დიდი იყო.

"ანდერლეხტთან" მატჩში მიღებული ტრავმა შვედისთვის ძალზედ სერიოზული გამოდგა. იბრაჰიმოვიჩის არათუ მანჩესტერული, არამედ მთლიანად საფეხბურთო კარიერა ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ როგორც ზლატანმა თვითონვე განაცხადა ის მოედანზე აუცილებლად დაბრუნდება. ოღონდ როგორც ირკვევა ახლა უკვე სხვა გუნდის მაისურში ვიხილავთ შვედს, რადგან Sky Sport-ის თანახმად მანჩესტერის ხელმძღვანელობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: mufc1878
9 ივნისი 2017 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Dato kutaisi
მიუხედავად იმისა რო ამისგან სარგებლის ნახვა აწი თითქმის ნოლია




მაგრა ტეხავს ამას რო ვისმენ



იმედია ესეთი ფანები არეყოლება მანჩესტერს
0
№12
ავტორი: ßeckham
9 ივნისი 2017 11:48
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 34
რაღაცით მიხარია და რაღაცით მწყინს request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "რასიზმის ვერანაირ გამოვლინებას ვერ მივიღებ, თუ ვინმე ქუჩაში ბანანს მესვრის, მას უბრალოდ მოვკლავ, დაე დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან"-მარიო ბალოტელი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top