თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2017, 08:50
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3598,
კომენტარები: 14
ესპანური მედია: "დე ხეას საგა დასრულებულია"
ესპანური მედია დავიდ დე ხეას მომავალზე წერს.
ესპანური მედია:
უკვე მე-3 სატრანსფერო ფანჯარაა რაც "იუნაიტედის" ესპანელ კიპერს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". ალბათ ყველა ჩვენგანს კარგად ახსოვს თუ როგორ ჩაიშალა დე ხეას ტრანსფერი "რეალში" ორი წლის წინ. მას შემდეგ ესპანელმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ჭორები მის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე მაინც არ წყდებოდა.

დღეს ესპანური მედია კი უკვე იტყობინება რომ დავიდ დე ხეა მომავალ სეზონშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე იქნება. მიზეზი კი კეილორ ნავასის სათამაშო ფორმაა, ხოლო მომავალში მის შემცვლელად მადრიდელები "მილანის" ახალგაზრდა კიპერს ჯანლუიჯი დონარუმას მოიაზრებენ. ამასთან ვიცით ისიც, რომ "იუნაიტედი" ალვარო მორატას და ხამეს როდრიგეზის შეძენის შემთხვევაშიც კი დავიდ დე ხეას ტრანსფერში არ ჩართავს და თავისთან დაიტოვებს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ ზაფხულის ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი აღარ შედგება და ესპანელი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.

წყარო:BBC
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
8 ივნისი 2017 12:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს თუ ვერ წაგვართვეს ეს იქნება ყელაზე მაგარი ტრანსფერიც და ყველაფერი.ზედმეტად ბევრი იწერება ამის დრჩენაზე და არამგონია კვამლი უცეცხლოდ როდესმე განდეს:)) ჯერ ფანჯრის დამთავრებამდე ძაან დიდი დროა და ყველა ჯურნალი ვისაც უნდა რო დიდი ტირაჟით გაყიდოს გაზეთი ან გადაცემა ატას რამეს იტყვის და მობოდავს მარა ის რ გუნდი ლიგაზეა ის რო ჟოზეა მწვრთნელი ის რო დიდი ხელფასი აქ და პლიუს მოურნიო არასდროს არავის არ გააჩუქებს ხურდებში როგორც ნანი ვანპერსი ჩიჩა და ვინ კიდე გვყავს გაყიდულ იმაზე მეტყველებს რო ეს ბიჭი მომავალ წელსაცაქ იქნება:D
0
№12
ავტორი: gaga1987
8 ივნისი 2017 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: kobinio
ციტატა: Dato kutaisi
მომავალ წელსაც იქნება ლაპარაკი მაგრამ წელსთუ გაცვლა არ გააკეთეს რეალს ყიდვის უფლება ისედაც არ აქვს

Aba hazars rogor kidulobs?


რეალს ფეხბურთელის შეძენა მხოლოდ ზამთარში არ შეუძლია.

უეფაზე ეწერა რო მსგავსად ატლეტიკოსიო ზამთრამდე ვერ იყიდისო.მაგრამ რეალსაც გასაჩივრებული აქვს როგორც ეტყობა და პასუხს ელოდება.ისე ჯერ რეალის დედაც მერე ატლეტიკოსიც და მივაყოლე დეხეაც ვისაც აქ არ უნდა და გარბის ყველასი კიდე.ძაან არ მევასება ამდენი ტვინი რო არ აქვთ ამ ფეხბირთელებს რა გონიათ გაისადაც ანდა თუნდაც აწი 3წელი ისევ იპარპაშებს რეალი?კაცი არის ერერა და მაგისნაირების ადგილი არის ჩვენთან.როგორც კი ტრენერი შეიცვალა ბარსაში მაშინვე ითქვა ჭორად ბარსაში გადასვლა და გამოვიდა თქვა არ მივდივარო და რამდენადაც დიდი მეკარეა დეხეა იმდენად პიტალოა როგორც პიროვნება.აღარ გავაგრძელებ იმას თუ ვინ აქცია მეკარედ რომელმა გუნდმა ისედაც კარგად იცით ყველამ

100%გეთანხმები.ვისაც მანიუში არუნდა უნდა გაუშვან.
0
№13
ავტორი: MU1810
8 ივნისი 2017 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
აი რო გამოვიდეს და თქვას ვრჩებიო ან მივდვიარო არ შეუძლია ? ****კოა სუფთა ტიპი
0
№14
ავტორი: dzia_David
8 ივნისი 2017 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ჩემი შვილი რო დაუჯდება მანჩესტერის ლეგენდების მატჩს კარში შენ უნდა გნახოს იცოდე ;დ ;დდდდ :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top