"კრისტალ პალასთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციის გამართვაზე უარი განაცხადა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი საპრესკონფერენციო დარბაზში თავის მდივანთან ერთად შევიდა, მაგრამ იქაურობა თითქმის ცარიელი დახვდა, მხოლოდ სამი ჟურნალისტი მივიდა მოურინიოსთვის შეკითხვების დასასმელად. მდივანმა იკითხა, ხომ არავის ჰქონდა შეკითხვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო და ჟოზესთან ერთად დარბაზი დატოვა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოურინიომ შეამცირა კლუბის ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუც. როცა სტიუარტ გარდნერი შეკითხვის დასმას ეცადა, ჟოზემ უთხრა:
"გთხოვთ, ბევრ შეკითხვას ნუ დამისვამთ, რადგან უკვე ფინალზე ვფიქრობ. სახლში გამიშვით, მე მხოლოდ სტოქჰოლმზე ვფიქრობ. შევარჩიე თუ არა შემადგენლობა? დიახ, შევარჩიე. მაგრამ სახლში გამიშვით, ძალიან გთხოვთ. მე უკვე ფინალში ვარ."