თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2986,
კომენტარები: 13
მოურინიო: "მეორე სეზონში არ ვცდები"
მოურინიო დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონი უფრო წარმატებული იქნება.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონის გატარების შემთხვევაში შეცდომებს აღარ დაუშვებს.

მომდევნო კვირაში "ეშმაკებს" მოურინიოს ხელმძღვანელობით მესამე ტიტულის მოგების შანსი ექნება, მაგრამ პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილზე მაღლა ვეღარ აიწევს.

თუმცა, პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის მეორე წელი სრულიად განსხვავებული იქნება და მასში შეცდომებს არ დაუშვებს.

"კლუბში მისვლის წინ სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობ, მაგრამ რეალობას მხოლოდ მაშინ ეჭიდები, როცა გუნდის შიდა სამზარეულოს ხედავ. ფიქრობ, რომ შესანიშნავად იცნობ ფეხბურთელთა შესაძლებლობებს, მაგრამ ასე არ არის.

პირველი სეზონი ყოველთვის რთულია. მომწონს მეორე, რადგან, როგორც წესი, მეორე სეზონში შეცდომებს არ ვუშვებ. ვაღმერთებ პირველი სეზონიდან მეორეში გადასვლას.

ხშირად მიფიქრია, თუ რა უშლიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში წარმატების მიღწევასი ხელს. ჩემი ვერსიაა: პრემიერ ლიგის რეალიები, რომელშიც ბევრი კლუბი ფლობს ფინანსურ სიძლიერეს.

გვესმის, რომ გარკვეული სამუშაო უნდა გასწიო, რათა გუნდი ჩვეულ ადგილს დაუბრუნო. კარგი ამბავი ისაა, რომ ამას დირექტორთა საბჭოსთან ერთად ვაკეთებთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
21 მაი 2017 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: GeorgeBest
მომავალ სეზონში ესეთ თამაშებს აღარავინ აპატიებს, გასაგებია რომ შედეგზე თამაშობს, ლამაზი ფეხბურთი და ყველაფერი მსგავსი რომ დავიწყებულია მაგასაც შეეგუა გულშემატკივარი მარა ისევ ოთხეულისთვის ბრძოლა ძაან გატეხავს

prosta rato wert eget ragacas ver vigeb adamianurad,sanaxaoba daiviwya xalxmao... ar uyurebdit tamashebs? 20 25 dartyma qonda gunds tamashebshi...naxet statistika yvelaze meti sheteva gvaq mgoni gaketebuli, mara shedegi ar daido... adga kaci da shecvala,daiwyo dzalebis dazogba da shedegze tamashi.. manchesterma daiwyo bolos pragmatuli fexburtis tamashi... da xalxi aris monatrebuli fexburts ki ara,gamarjvebas..tasebs mogebebs... is xalxi fuls ixdis da me mati stvena ar gamigonia arcert tamashshi :)
0
№12
ავტორი: Ronni
21 მაი 2017 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
დროა ჩვენს ადგილზე დავბრუნდეთ!!! am
0
№13
ავტორი: George Tsintsadze
22 მაი 2017 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
წელს რაც გააკეთა ამაზე მეტი ჩემი აზრით ძაან რთული იქნებოდა, შემდეგი სეზონი უფრო მაგარი გამოუვა gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top