თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2017, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2418,
კომენტარები: 15
მოურინიო: "გუნდის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩემი"
მოურინიო თავის თავს "იუნაიტედზე" წინ არ აყენებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ თავის წარმატებულ კარიერაში მეოთხე ევროპული ტიტულის მოგება შეუძლია, მაგრამ მიაჩნია, რომ ევროარენაზე წარმატების გზაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დაბრუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ჯილდო.

მოურინიო ოთხშაბათს თავის ფუნდს ევროპა ლიგის ფინალში "აიაქსთან" ამ ტურნირის უკვე მომგების სტატუსით გაიყვანს. მართალია, მაშინ სხვა სახელი ერქვა, მაგრამ მოურინიომ UEFA-ს თასი 2003 წელს ფინალში "სელტიკის" 3-2 დამარცხებით მოიგო "პორტუსთან" ერთად. მომდევნო წელს კი პორტუგალიური გუნდით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რასაც 2010-ში მილანის "ინტერით" ამავე ტურნირზე მოპოვებული წარმატება დაურთო.

ჟოზეს "პორტუმ" 2004 წელს სწორედ "იუნაიტედი" გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, როცა "ოლდ ტრაფორდზე" კოშტინიას მიერ გატანილმა გადამწყვეტმა გოლმა მოურინიოს ემოციური აღნიშვნა გამოიწვია მოედნის კიდესთან. როცა ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, რომ ასევე აღენიშნა "აიაქსთან" მოგება, მოურინიომ უპასუხა: "რატომაც არა? ეს მომენტზეა დამოკიდებული, უბრალოდ ვამბობ, რომ შემთხვევას გააჩნია.

მე ყველაზე დიდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოვიგე ანგარიშით 3-0, მაგრამ არ მირბენია და არ მიხტუნია, ვინაიდან ეს თამაშის ემოციაზეა დამოკიდებული.

თუმცა, კლუბისთვის საოცარი იქნება ევროპული ტიტულების მოპოვების გზაზე დაბრუნება, ევროპის სუპერ თასზე თამაში. კლუბი კი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველი ჩვენგანი."


მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ მიმდინარე სეზონში უკვე მოიგო ტიტული, მას, რა თქმა უნდა, სურს იმ ტურნირის მოგებაც, რომელთანაც ასე ახლოსაა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
18 მაი 2017 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ველოდები 24 და და მოუს სტადიონზე სირბილს მაგარი კაცია უკვე თუ უნდათ წაუგიათ კრისტალ პალასთანაც აი დარდი მთავარია ფინალი მოიგოს
0
№12
ავტორი: kobinio
18 მაი 2017 22:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: GRIEZMANN 7
მეშინია ამ აიაქსის გაუგებარი გუნდიაა სულ შეტევაშიაა დაცვაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებულიი

Aiaqsi dges kai gundoa magram dzaan axalgazrda da gamoucdeli.dzalian bevrinshecdomebiaq dacvashi rogorc smolings :) da imedia gamovikenebt magat shecdomebs.eg maurinios ar eshleba da reahfordis imedi maq kvelaze metad da pogbasi danarchenebi simartle gitxra su ckalsac caugia.aseti usisxlo pexburtelebi manchester kai xania ar kolia tu vapshe kolia? Ra sastavi idga gushin da ra qnes amati mxitarianwbi da desebs davacue amati.
Finalis dzaan meshinia da ravi imedia gagvimartlebs
0
№13
ავტორი: Ronni
19 მაი 2017 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მე სულაც არ ვნერვიულობ! იმიტომ რომ უკვე ვიცი მოვიგებთ! am ბიჭები ამ თამაშის ვერ მოგებას არ დაუშვებენ love
0
№14
ავტორი: MANUTD FAN.
20 მაი 2017 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ჰოდა უეჭველი უნდა მოიგო ეუროპა!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№15
ავტორი: ROI
20 მაი 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ევროპა ლიგა მოუ ევროპა ლიგა და ტან ყველა დიდი ტურნირი გვექნება მოგებული რასაც რეალ მადრიდი და ლივერპული ვერასდროს მოიგებენ:P:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top