როგროც BBC-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მაიკლ კერიკს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. წყაროს ცნობით მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და მხარეები 1-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
ინგლისელი ნახევარმცველი "წითელი ეშმაკების" რიგებში 2006 წლიდან ირიცხება და მის ანგარიშზე კლუბის მაისურით ჩატარებული 457 შეხვედრაა, სადაც 24-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
პრემიერ ლიგის ხუთგზის ჩემპიონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის დასრულებასთან ერთად საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.
"იუნაიტედში" ასპარეზობას რომ დავასრულებ, ჩემი კარიერაც დასრულდება. მოვლენებისთვის გასწრება არ მინდა, მაგრამ დანამდვილებით ვამბობ, რომ სხვა ინგლისურ კლუბში არ ვითამაშებ.
არ მინდა, ირგვლივ ხეტიალი მხოლოდ უბრალო ყოფნის გამო. გასვლას მხოლოდ მაშინ ვისურვებ, როცა ვიგრძნობ, რომ საკმარისად შემიძლია ხელის შეწყობა", - განაცხადა კერიკმა.