თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2017, 11:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4370,
კომენტარები: 18
"იუნაიტედმა" ხამესთან შეთანხმებას მიაღწია
კოლუმბიელი შემტევი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლასთან ახლოსაა.
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავ, ხამეს როდრიგესი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტრანსფერზე შეუთანხმდა და მომდევნო სეზონიდან "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზებს.

ესპანური მედია გამოცემა RCN Radio აცხადებს, რომ შემტევი "წითლების" რიგებში იმ შემთხვევაში გადავა, თუკი უეინ რუნი კლუბს დატოვებს.

მიმდინარე სეზონში გუნდის კაპიტანი პერიფერიული ფიგურა გახლავთ. მან მხოლოდ 7 გოლი გაიტანა მთელ სეზონში და ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა მატჩში.

თავის მხრივ მედია უეინის შესახებ იტყობინება, რომ 31 წლის ფეხბურთელს ჩინეთიდან მეგაშეთავაზებები აქვს.

როდრიგესს კი "რეალში" რუნის მსგავსი მდგომარეობა აქვს სათამაშო პრაქტიკის მხრივ, რამეთუ ზინედინ ზიდანი მას არც ისე სწყალობს და იშვიათად აძლევს თამაშის საშუალებას.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 25 წლის ფეხბურთელი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელიც ასევე მოურინიოს ინტერესებს იცავს და კლუბში გავლენიანი პიროვნებაა.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "რეალის" ფეხბურთელის ბედს ფლორენტინო პერესი გადაწყვეტს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ ინფორმაციას შეთანხმების მიღწევის თაობაზე ბი-ბი-სიც ადასტურებს.

"იუნაიტედმა" ხამესთან შეთანხმებას მიაღწია
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
14 მაი 2017 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
მე პირადად მაგრად გამიხარდება თუ გადმოვა
0
№12
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მთავარია გაძლიერდეს გუნდი და ჯეიმსი ერქმევა თუ შალიკო ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოუს ხელში მაგრად თამაშობდა ეს ბიჭი და იქნებ აათამაშოს კიდე, მარა მეორე ფაქტორი ის არის რომ რუნი წავა და გრიზუს მოსვლა საეჭვო გახდება. ისე მბაპეზე არაფერი იწერება და დავიჯერო არ გვაქვს მაგის ამბიცია რო ვიყიდოთ?!
0
№13
ავტორი: kantona-7
14 მაი 2017 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არვიცი ვინროგორ ფიქრობს ხამესის ტრანსფერზე მაგრამ მე ძალიან მინდა მაგის ყიდვა>>ბოლოსდაბოლოს ნორმალური ათიანი მაინც გვეყოლება რომელსაც ძალიან კარგი დარტყმააქვს პასიაქვს და კუტხურს მაინც მოაწვდის წესივრად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: kaxeti
14 მაი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
რავი როგორ შეეწყობა პრემიერლიგას საკითხავია
0
№15
ავტორი: MU1810
14 მაი 2017 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
რავიცი რავიცი ეს და გრიზმანი ერთად როგორ უნდა ათამაშო ?
0
№16
ავტორი: უეინ რუნი
14 მაი 2017 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ეს თუ მოვიდა რუნი ან მატა აუცილებლად წავა
0
№17
ავტორი: giorgisamnidze99
14 მაი 2017 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დე ხეა ვალენსია როხო ლინდელოფ ბლინდი პოგბა დემბელე მხიტარიანი მატა ხამესი და გრიზმანი ძან კარგი კამანდაა ეპლიზა და ჩემპიონთა ლიგისთვის
0
№18
ავტორი: Benny
17 მაი 2017 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
გრიზმანიც ერთი ორი კარგი ნახევარმცველიც და დაცვაში გვინდა მინიმუმ 2-3 კაი მოშნი ტიპები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top