თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2017, 10:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 14
"იუნაიტედმა" მორატას თაობაზე შეთავაზება გააკეთა
"წითლებმა" ესპანელის შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ალვარო მორატას თაობაზე შეთავაზება გააკეთა - იტყობინება Manchester Evening News-ი ფეხბურთელთან დაკავშირებულ ახლო წყაროებზე დაყრდნობით.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის უმძიმესი ტრავმა და უეინ რუნის გაურკვეველი პერსპექტივები "წითლების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ზაფხულში მინიმუმ ერთი თავდამსხმელის შეძენას აიძულებს.

"ოლდ ტრაფორდს" სულაც ანტუან გრიზმანსა და რომელუ ლუკაკუს უკავშირებენ და "ატლეტიკოდან" და "ევერტონიდან" შესაბამისად, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებს, რომ "იუნაიტედი" კიდევ ერთ სამიზნეზე - მორატაზე მუშაობს.

იტყობინებიან, რომ "იუნაიტედმა" 24 წლის ესპანელის წარმომადგენლებთან უკვე დაამყარა კონტაქტი, მაგრამ მოლაპარაკებები მხოლოდ ადრეულ სტადიაზე იმყოფება. თავად ფეხბურთელი კი მთლიანად სეზონის დასრულებაზე და "რეალისთვის" ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა კონცენტრირებული, რომელში მონაწილეობაც გარანტირებული არ აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ მორატა "რეალს" გასულ ზაფხულს შეუერთდა ხელახლა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსში" 2 სეზონი გაატარა. მშობლიურ კლუბში უფრო გაწაფულ ფეხბურთელად დაბრუნებულმა მორატამ ვერაფრით მოახერხა სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება და ეს მის იმედგაცრუებას იწვევს.

მიმდინარე სეზონში ალვარომ მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მაინც მოახერხა 20 გოლის გატანა 40 მატჩში. მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს "რეალის" რიგებში გატანილი უფრო მეტი გოლი.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: MU1810
14 მაი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მორატა მგონი ჩელსიში წავა
0
№12
ავტორი: mufc1878
14 მაი 2017 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ვინ მორატა.არმევასება და არცაა მაგარი ფორვარდი.კაცს ვერ ატყუებს და ვერაფერი.

გრიზი დაიდოს კრაიდან რო შეუტიოს და ცენტრში იბრა გვყავს.არაა აუცილებელი სუფთა ცენტფორვარდი

რადგან იბრა არის და მერეც იბრა რო დარჩება მოუწევს ნებსიმიერს სკამის ხეხვა ცენტრფორვარდს


გრიზი დაიდოს..ხამესა და ეგააა თუ მაოგდებენ მცველს კრაინს რომელიმეს.ვალეს მეწყვილე კრაიზე
0
№13
ავტორი: უეინ რუნი
14 მაი 2017 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არაა საჭირ რეშფორდს უნდა ენდოს მოუ ბოლომდე
0
№14
ავტორი: SirAlexFerg
14 მაი 2017 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
chemi azrit sauketeso variantia es an lukaku da es tu chelseashi wava mashin lukaku chventan wamova an piriqit da chemi azrit es ajobebs imito ro ufro magali done aqvs natamashebi da meti gamocdileba aqvs donis tvalsazrisit vidre lukakus ravici
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top