თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2017, 21:23
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2259,
კომენტარები: 15
ფელაინი კვირის საუკეთესო ფეხბურთელია
გამოკითხვის შედეგად მარუან ფელაინი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ფელაინი კვირის საუკეთესო ფეხბურთელია
უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

"წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ "ლიონის" ახალგაზრდა ფორვარდს, ალექსანდრ ლაკაზეტს აჯობა და კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბელგიელს მხარი გამოკითხულთა 60%-მა დაუჭირა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" უმასპინძლა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრაში თავი ბელგიელმა გამოიჩინა, რომელმაც მარკუს რეშფორდის გადაცემით ისარგებლა და მეტოქის კარის აღება თავური დარტყმით მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ფელაინი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბელგიელმა ასევე ევროპა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშიც მოახერხა მოხვედრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ორი ფეხბურთელი, ანტონიო ვალენსია და ჰენრიხ მხითარიანი მოხვდნენ.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
13 მაი 2017 03:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აუუ დავიღალე რა უკვე ესეტი სირების ყურებით, სულ ყველათამაშში რო გოლები იტანოს მაინც მომხრე ვიქნები როწავიდეს, ხოშეიძლება გვეღირსოს ნორმალური ფეხბურთელები რა ბოლო ბოლო მანჩესტერი ვართ თუ მაჰაჩყალას ანჟი.
0
№12
ავტორი: Shota Blues
13 მაი 2017 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ზედმეტად ხო არა ბრაზობთ? მე დიდი ხანია ბრაზმა გამიარა რაც უხეშობას მოუკლო. ფელაინი საჭირო ფეხბურთელი მგონია, პოგბასთან, ერერასთან ერთად ახერხებს ცენტრის კონტროლს, დაახლოებით ისე შეუძლია ბურთი შეიკაოს როგორც ზლატა შვება ხოლმე საჯარიმოში. ბურთს დაამუშავებს კარგათ დატრიალდება და შეტევისთვის საჭირო პასს აკეთებს. დაცვაშიც ეხმარება, შეტევაშიც. მაღალია, ფიზიკურად ძლიერი ტლანქი არ არის მეტი რაგინდათ...
ინატრეთ მაშინ ჰამესი და ვიღაცები კიდევ რეალი ბარსადან, მართლა პორნო ვარსკვლავები.
0
№13
ავტორი: stepno
13 მაი 2017 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესს ძალიან ცუდი ამბავია ამას რო ვერავინ აჯობა :))) ფელამ კიი დაიმსახუროო სხვების შემხედვარეე ეს კარგი იყო
0
№14
ავტორი: giorgisamnidze99
13 მაი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ფელა ჩვენი კაცია რა დროს გაუვარდება კაცმა არ იცის და ეგ კარგია რო მაინც დაბალ როჟებს მიხედავს და არ გაახარებს ფელლო ძმა ხარ ცენტრი უნდა დაგლიჯოთ ფინალში შენ პოგბამ და ერერამ ან ზამენით კერიკმმა
0
№15
ავტორი: f.c.mu
13 მაი 2017 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 377
საჭირო კაცია რას ერჩით, თავით ამაზე უკეთ ვერავინ თამაშობს და ჩემშლელად კიდე ცენტში მართლა ხესავით უდრეკია, რა ფუნქციაც აქვს იმას ასრულებს და დალშე ნუ შეულაგეთ : D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top