თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2627,
კომენტარები: 15
კინი: "იუნაიტედი" უფრო შეუბრალებელი უნდა იყოს"
როი კინი მოურინიოს სტილს აკრიტიკებს.
კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, როი კინი ჟოზე მოურინიოს დაცვით სტილს აკრიტიკლებს და ურჩევს, რომ ევროპა ლიგის ფინალში "წითლები" უფრო დაუნდობელი გახადოს.

"იუნაიტედი" მატჩის უმეტეს ნაწილში "ოლდ ტრაფორდზე" "სელტას" უპირატესობის ქვეშ მოექცა, მაგრამ მოურინიოს შეგირდებმა 1-1 ითამაშეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.

კინი ამ მიდგომას აკრიტიკებს და გუნდის მწვრთნელს რჩევას აძლევს.

"პირველ რიგში, ვულოცავ "იუნაიტედს". მაგრამ ამაღამ მათი თამაშის დონე ისეთ გუნდსაც კი აძლევდა თამაშის კარნახის უფლებას, როგორიც "სელტა ვიგოა" და ესპანელები მატჩის ბოლო თამაშში დარჩნენ. ეს ნამდვილად არ ახასიათებს "იუნაიტედს" დადებითად.

ამით მტკიცდება, რასაც წარმოადგენენ მთელი სეზონია. მთელი ეს ფრეები. ამაღამ ყველა დაინახავდა, რომ გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში თავდაცვაზე ფიქრობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი გუნდი სახლში "სელტა ვიგოს" წინააღმდეგ? მიდი და საქმე გააკეთე, 2-0 ან 3-0 მოიგე - მათ ეს უნდა გაეკეთებინათ.

მაგრამ ისინი ვერ ავიდნენ იმ დონეზე, სადაც მთელი სეზონია არ არიან. უფრო დაუნდობლები უნდა იყვნენ. მხოლოდ დღევანდელ მატჩზე არ ვამბობ, მთელი სეზონია ასეა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი გუნდისთვის, რომელსაც ასეთი ფეხბურთელები ჰყავს მოედანზე, მწვრთნელისგან თუ არ მოდის მენტალიტეტი, თავს ვერაფრით იმართლებ.

მაგრამ ამაღამ ასეთები იყვნენ, უნდა გაუმჯობესდნენ - უფრო დაუნდობლები უნდა გახდნენ",
- განაცხადა კინმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
12 მაი 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ისე საჭიროა კინი, გიგზი, სქოულზი, აქტიურად იყვნენ ჩართულები გუნდის საკითხებში მათ ყველაზე კარგად იციან როგორ ახერხებდა ფერგი ლაღი და სანახაობრივი ფეხბურთი ჩვენებას ახალგაზრდა ბიჭებით როგორიც დღეს მარკუსია, ისევ მანჩესტერელი თუ მოიყვანს აზრზე მანჩესტერს თორე სხვა როგორი მაგარიც არ უნდა იყოს მანჩესტერის სტილს ფაქტია რომ ვერ ამართლებს თორე ჟოზეც მაგარია და ჩვენთან სანამ მოვიდოდა ვან გაალიც მაგარი იყო love am
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
12 მაი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
მართალს ამბობს ჩვენი ლეგენდარული კაპიტანი და ამაზე დავა სისულელეა მთელი სეზონია ნათლად ჩანს რომ გუნდი 1-0-ს აზის და გოლის გატანის შემდეგ ჩერდება და მომენტების რაოდენობა და ინტენსივობა მომატებისა და თამაშის დამთავრების მცდელობის მაგივრად პირიქით კატასტროფულად მცირდება, მერე უშვებენ 85+ წუთზე და ვერაფერს ვეღარ ასწრებენ და მოუ პრესკონფერენციაზე მოწინააღმდეგის მეკარეს აბრალებს ქულების დაკარგვას - ალბათ დამეთანხმებით, უსაცოდავესი არგუმენტია.
0
№13
ავტორი: Iunaitedi
13 მაი 2017 02:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Bicho kai me vakritikeb shen akritikeb is akritikebs mara iunaitedis legendebicro aktitikeben ukve es araferi.?
0
№14
ავტორი: stepno
13 მაი 2017 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Iunaitedi
Bicho kai me vakritikeb shen akritikeb is akritikebs mara iunaitedis legendebicro aktitikeben ukve es araferi.?

რაქნან ამათმაცც როგორ არ გააკრიტიკოონ? იუნაიტედის ფერფლი როა დარჩენილიი ეგ აწუხებთ და ანაღველბთ თორეე მაგათ რო უყვართ მანჩესტერი ვერცერთ გულშემატკივარს ეგრე ვერ ეყვარება უბრალოდ. დიდი ცვლილებებიაა გასაკეთებელიი სწრაფად მოაზროვნე და სწრაფი ფეხბურთელებია საჭიროო ისევვ სერიოზულულად უნდა იაქტიურონ ტრანფერებთან დაკავშირებით. აიი რო უყურებ ერიკ ბაის მჯერა და ვენდობი სხვა ვინაა დაცვაში? არავინ ძმაოო, არც სმოლინგი არც ჯონსიი არა რააა ბლინდზე რო ლაპარაკი არაა საერთოოდ ერთი როხო იყოო და ისიც დაიტრავმა. მოკლედ დაცვაში სერიოზული დამატებაა საჭიროო. დანარჩენი თავდასხმაშI არ გვიჭირს მაგრამ მე პირადად გრიზუუ ძალიანნ მინდა და ნახევარში კიდე ვინმე სწრაფი და სწრაფად მოაზროვნეე გვჭირდება რაა აიი ისკოო რაა მაგარიაა მაგრამ სადააა
0
№15
ავტორი: ficxela2
14 მაი 2017 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
არ არ გეთანხმებით როცა ამბოფთ რო ზაფხულის ტრანსფერები რამეს შეცვლის.. თუ იცნობთ სრულად მაურნიოს კარიეარს და წყებული პორტუდან მაშინ მიხვდებით რო მესიც რო იყიდოს არაფერს შეცვლის იმმ კუთხით რო უფრო გახსნილი და ლაღი ფეხბურთი ითამაშოს. თუ ვინმეს იყიდს ბოლოს ისე იქნება რო ახალი წინ დანარჩენი უკან ამით მოიგო ლიგა 2 ჯერ პრიმერა დივიზიონიც და პრემიერლიგაც 3 ჯერ მაურინიოს ხელში რეალი არ იყო შემტევი ფეხბურთის მოთამაშე როცა დიმარია კაკა რონალდო ბენზემა ყავდა და ეს ინგლისში შეტევას არასდროს ითამაშებს ასე რომ ტყუილად ელოდებით ნეიმარის ან გრიზმანის მოსვლას და გაბრწყინებას უბრალოდ კარგი იქნებოდა თუნდაც პოჩეტინო მოსულიყო მწვრთნელად მართალია მაურინიოზე ბევრად გამოუცდელია მაგრამ ბევრად უკეთეს და სანახაობრივ ფეხბურთს ქადაგებს.. მაგრამ აქ შეიზლება ფერგის სიტყვების გახსენებაც უნდა იფიქრო იმის მიღებაზე რაც შეგიზლია და არა რაც უბრალოდ კარგი იქნებოდა

და კიდე ერთი როცა ვლაპარაკობთ ვინ გვინდა ეგრეც არა და ეს გვესმის მაგრამ დგესდგეობით ევროპის და მსოპლიოს მაშტაბით ბევრი მაგალი დონის ფეხბურთელია ინც თავის გუნდის შედეგით უკმაყოპილოა და ჯობია ასეთებ დაუმიზნოს მანიუმ ვიდრე ნეიმარს ჭორები რაც ვრცელდება ესეთი ერთი გრიზმანია და ვერატის კონტრაკტი არ გაგრძელდება და სანამ გაიფორმეს კატალონიელებმა ჯობია მაურინიომ დაასწროს პატარა იტალილეი დიდი სათამაშო ინტელეკტიტ დახატავდა გუინდს ხანდახან რო უყურებ ცენტრში ისე მოზრაობს და ისე ხედავს მოედანს პირლოს და სქოულზს მაგონებს თან კარგი ჯილკიანი ხასიათი აქ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top