თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2017, 11:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 18
მოურინიო: "მატჩს სტატუსი მხოლოდ მოტივაციისთვის მივანიჭე"
პორტუგალიელი გუნდებს შორის სხვაობას უსვამს ხაზს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში "სელტა ვიგოსთან" მატჩისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წოდებამ ფეხბურთელებს მონდომება და ფინალში გასვლის განსაკუთრებული სურვილი გაუჩინა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1-ბურთიანი უპირატესობით დაიწყო "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა, რასაც მარუან ფელაინიმ თავური გოლი დაუმატა და საერთო ანგარიში 2-0 გახადა.

მოურინიოს შეგირდები უპირატესობის გაზრდას ვერ ახერხებდნენ, რითაც "სელტამ" ისარგებლა და ფაკუნდო რონკალის ძალისხმევით ერთი გოლი გაქვითა, მოგვიანებით კი გუნდები კაცნაკლული დარჩნენ.

მასპინძლებმა ანგარიშის შენარჩუნება და ფინალში გასვლა მოახერხეს, მაგრამ მატჩის უკანასკნელ წუთზე ჯონ გუიდეტის ოქროს მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

მატჩის წინ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით მატჩის შემდეგ მოურინიო ფიქრობს, რომ ეს მატჩი ახლოსაც კი არ არის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩთან, მაგრამ ასე თქმა საჭირო იყო გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად და სეზონის იდეალურად დასრულების შანსის მისაღებად.

"ეს ტიტულის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შესაძლებლობას ნიშნავს. ეს სეზონის იდეალურად დასრულების შესაძლებლობას ნიშნავს.

მე კი ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" უფრო დიდი ნახევარფინალებიც უთამაშია, ჩემპიონთა ლიგის ფინალებიც. რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იყო უდიდესი მატჩი და არც კლუბისთვის, მაგრამ საქმეს ასე უნდა მიუდგე.

"სელტასთვის", ვიგოსთვის კი ნამდვილად იყო. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ მონდომებასთან გათანაბრება.

ბოლოს, როცა მატჩი გართულდა, როცა ისინი გვჯობნიდნენ, როცა გასაჭირში ვიყავით და კარგად ვერ ვთამაშობდით, ჩემი აზრით, მენტალურობამ, მონდომებამ და ერთიანობამ ბიჭებს ბოლომდე ბრძოლის ძალა მისცა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
12 მაი 2017 14:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: kaxeti
სამწუხაროდ მოიესმა ვან გაალმა და მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედისგან მარტო სახელი ღა დაგვიტოვეს კიდევ ერთი ამაზრზენი და სასიზღარი ფეხბურთი აჩვენა გუნდმა ვერ გამიგია მერამდენად უნდა მოგვხვდეს ცხვირში ამ დაცვაში ჩაჯდომის ტაკტიკის გამო ფაქტიურად გადავრჩით წაგებას ადრეც დამიწერია და კიდევ ვიმეორებ რომ ჩელსის ჩავარდნა გასულ წელს შემთხვევითი არ იყო და რაც გინდა ტრანსფერები განვახორციელოთ ასეთი თამაშით არაფერი შეიცვლება და მომავალ წელს იგივე ფაქტების წინაშე დავდგებით სამწუხაროდ მოურინიო ავტობუსის შოფრადაც აღარ ვარგა და მურტალოსავით მოუძველდა მეთოდები

რომელი მწვრთნელიც არ უნდა მოიყვანო, ყოველთვის ასე იქნება, იმიტომ რომ დრო ჭირდება ყველაფერს, ერთ სეზონში აშენებული გუნდი არ მინახავს.

ჩელსის ჩავარდნა არ ჰქონია, ძალით ჩააგდეს სეზონი, მოუს გასაშვებად, კონტე მოვიდა მოურინიოს აწყობილ დალაგებულ გუნდში და დიდად არც სტილი შეუცვლია თამაშის.

მთელი სეზონის განმავლობაში შექმნილი უამრავი მომენტიდან 30% მაინც რომ გამოგვეყენებინა, ახლა შეიძლება პრემიერლიგისთვის გვებრძოლა, მაგრამ ჩვენსა და ჩელსის შორის ის განსხვავებაა, რომ ისინი 3-დან 2-ს იყენებენ, ჩვენ 10-დან 1-ს.

არ ვაე მოურინიოს დამცველი, მაგრამ როცა ერთი-ერთზე მეკარესთან გოლი ვერ გაგაქვს რამდენჯერმე, მერე იძულებული ხარ, რა ანგარიშიც გაქვს ის შეინარჩუნო. გინდაც გუშინ მომენტები ცოტა იყო? ერთი მაინც რომ გამოეყენებინათ, ახლა ყველა ბედნიერი იქნებოდა.

არც მე მომეწონს დაცვაში დგომა, მაგრამ იმასაც ვხედავ რომ შეტევაში მომენტებს ვერ ვიყენებთ, ეს პირდაპირ ფეხბურთელის ბრალია და არა მწვრთნელის, სადაც ვან გაალი დავტოვეთ ორი წელი, მოუც იმსახურებს ჩემი აზრით. მითუმეტეს არაა ალტერნატივა.

ფერგიუსონმაც საშინლად დაიწყო კარიერა მანჩესტერში, მაგრამ მერე გუნდა დაამსგავსა, სულ ერთია ვინ იქნება მწვრთნელი, მთავარია ვაცადოთ და დრო მივცეთ, რომ გუნდი შეიკრას, და რაღაც სტილი ჩამოაყალიბოს. როცა კარგ შედეგს დადებს გუნდი, მერე თამაშიც ლამაზი მოგეჩვენებათ.
0
№12
ავტორი: kaxeti
12 მაი 2017 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ციტატა: JuanMata

აბა ჰა დაგეთანხმები!

ზიზუს რა ტუზი დასცემია ბენიტესის აწყობილი გუნდი ჩაიბარა და პირველ წელს ლიგა მოიგო და წელს ადვილი შესაძლებელია დუბლი შეასრულოს, ასე რომ მთლად ვერ დაგეთანხმები ჩემო ხუან მატა და მომენტების განიავება ვის უნდა მოეთხოვოს მწვრთნელს თუ ჩემს მეზობელს ბანგულაანთ ვალიკოს?
0
№13
ავტორი: ander hererra
12 მაი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
რეებს ბაზრობთ ხალხო ფანები ხართ თუ ვინ ხართ დედისმუტელს მოუ****ვს მოუ აიაქსს ვისაც არგჯერათ ნუგჯერათ და კარგად როთამაშობს გუნდი მაშინ კაი ტრენერია მოუ და როცა ვერვიგებთ არა ხოო თქვენი ვერგამიგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ გძულდეს ლივერპულიიი
№14
ავტორი: JuanMata
12 მაი 2017 22:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: kaxeti

აბა ჰა დაგეთანხმები!

ზიზუს რა ტუზი დასცემია ბენიტესის აწყობილი გუნდი ჩაიბარა და პირველ წელს ლიგა მოიგო და წელს ადვილი შესაძლებელია დუბლი შეასრულოს, ასე რომ მთლად ვერ დაგეთანხმები ჩემო ხუან მატა და მომენტების განიავება ვის უნდა მოეთხოვოს მწვრთნელს თუ ჩემს მეზობელს ბანგულაანთ ვალიკოს?

ბენიტესი ნახევარი სეზონი იყო, მაგრამ მაინც არ მგონია რეალს ისეთი პრობლემები ჰქონოდა, როგორც ჩვენ გვაქვს, გუნდს საერთოდ გამოეცალა ფეხბურთელები, რომელზეც იდგა აქამდე, დაბერდნენ და შემცვლელები არც აკადემიიდან ჩანდნენ და ვერც ვიყიდეთ, ფერგის ბოლო წლებშიც უკვე ეტყობოდა ამ სასტავის წასვლის მერე საეჭვო იყო მომავალი.

რავი მე მგონია რომ რაღაც ძირითადი ბირთვი რომ ჩამოყალიბდება უკეთესად წავა თამაში, შეიძლება მოურინიო არ იყოს მაგისთვის კარგი მწვრთნელი, მაგრამ ამ სიტუაციაში ვერც სხვები დადებდნენ ბევრად უკეთეს შედეგს.

რავი ვნახავთ, თუ შემდეგ სეზონშიც ასე გაგრძელდა არ გააჩერებენ, მაგრამ ოდესმე ჰო უნდა დამთავრდეს ეს ახალ-ახალი მწვრთნელების მოყვანა და თავიდან დაწყება ყველაფრის, დიდი იმედი მაქვს რომ რაღაც სტაბილურობას დაიჭერს გუნდი შემდეგი სეზონიდან.
0
№15
ავტორი: kaxeti
12 მაი 2017 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მართალი ხარ გენაცვალოს ჩემი თავი!
0
№16
ავტორი: levionok
12 მაი 2017 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ხალხო ეს თამაში დიდი ბიზნესია და აქ მარტო ლამაზი ფეხბურთისთვის არ იხდიან ფულს ეს ერთი მეორე ნამდვილად საშინელი თამაში გამოვიდა და ნერვებზე მომთხარა და უარესიც რომ შეიძლებოდა გამოსულიყო ესეც ფაქტია! ძნელია 70 თამაშის ჩატარება ერთ სეზონში და ამდენი ტრამვების შემხედვარე ბირთვიც ვერ ყალიბდება მეორე როცა ოველ სამ-ოთხ დღეში თამაში გაქვს ბირთვს ვერ კრავ იმიყომ რომ როტაცია გჭირდება ეს სეზონი ჩავარდნილია მიუხედავად იმისა რომ მოგებული ორი ტიტული და მესამეს ფინალია ვნახოთ მომავალი წრლი და მერე გამოვიტანოთ დასკვნები
0
№17
ავტორი: Lalana
12 მაი 2017 23:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: dunkan
(და კიდე ასე იწერება ,,ტრამვა" და არა ,,ტრანვა")

ტრავმა და არა ტრამვა :)
0
№18
ავტორი: stepno
13 მაი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ იმედია ფინალსაც რამენაირაად ნოვიგებთ და ნერეე ძალიან მაგარიი ტრანსფერებიი გვინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top