თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2017, 11:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3062,
კომენტარები: 14
მოურინიო: "ბაიის წითელი ბარათი არ დაუმსახურებია"
მწვრთნელი აფრიკელის გაძევებას გამოეხმაურა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ერიკ ბაიიმ "სელტასთან" მატჩში დაუმსახურებელი წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ფინალის გამოტოვება მოუწევს.

ბაიი 24 მაისის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო იუქმებს, რის მიზეზიც ჯონ გუიდეტისთვის ხელის კვრა გახდა. "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს არც ანტონიო ვალენსიამ დააკლო აგრესია, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ კოტ დ'ივუარელი გააძევა და მასთან ერთად ფაკუნდო რონკალიაც, რომელმაც თანაგუნდელის გამოქომაგებისას ემოცია ვერ შეიკავა.

როცა ინციდენტის შესახებ ჰკითხეს, მოურინიომ უპასუხა: "ეპიზოდი არ დამინახავს, მაგრამ ბაიი ფენომენალური იყო. თამაში ბოლო წუთამდე ყველასთვის ემოციური გამოდგა.

ზოგიერთმა უფრო მოთოკა თავი, ვიდრე სხვებმა. და მიმაჩნია, რომ დაუმსახურებელი წითელი ბარათი იყო. ასეთ სიტუაციებში დაუმსახურებელი ბარათის მიცემა ახალი აღარ არის და ერიკიც ოდნავ მიამიტი გამოდგა. ინციდენტის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ ფინალისთვის და ბევრი შემცვლელიც არ გვყავს".


წყარო: the guardian
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
12 მაი 2017 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბაიიმ ცოტა ნერვები უნდა აკონტროლოს ხოლმე
0
№12
ავტორი: Shota Blues
12 მაი 2017 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ცუდია ბაიის გარეშე ფიანლი. ალბათ ჯონსი-სმოლინგი დადგებიან. როხოც როგორ გამოკვაკლდა ამის დედა ვატირე!
რატო არაფერს ამბობენ, უკვე ვბრაზდები ან იქნებ დაიწერა რამე და ვერ წავიკითხე როგორ არის ?!
0
№13
ავტორი: JuanMata
12 მაი 2017 22:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lady in red

ახლა ნებისმიერი მცველის დაკარგვა უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ბლინდი გუშინ არცთუ ისე დამაჯერებელი იყო და საშინლად გამოიყურებოდა იმ თამაშებთან შედარებით, რაც მას ჩაუტარებია ამ პოზიციაზე. ბევრად უკეთესი მატჩებიც მახსოვს, სადაც ბევრად კარგი იყო. ვაფასებ მის მშვიდ თამაშს და გრძელ პასებს, მაგრამ მაგ პოზიციაზე სხვა გვჭირდება. თუმცა, ბლინდი სმოლინგს მირჩევნია. ბაის შეცდომებზე გეთანხმები, მაგრამ ჩემთვის პირადად ერთ-ერთი საუკეთესოა.


სმოლინგზე გეთანხმები, მე ძაან მანერვიულებს სმოლინგი, უცნაურად ფაფხურობს ხოლმე ბრძოლაშიც და ამოტანაშიც. საერთოდ ბლინდმა ამ სეზონში მოუკლო, ან უფრო იმ საქმეს აღარ აკეთებს, რასაც ვან გაალის დროს აკეთებდა. მაგრამ ასეთ დროს ცუდი ვარიანტი ნამდვილად არაა, ერთი რაც არ მომწონს, თამაშგარეებს ვერ გრძნობს, ეგეც ალბათ იმის ბრალია, რომ მცველად არ გაუზრდიათ.
0
№14
ავტორი: stepno
13 მაი 2017 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სმოლინგი ჯონსი სხვა გზა არ იქნება ფინალში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top