თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2017, 10:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2732,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" დე ხეას შემცვლელად პიკფორდსაც მოიაზრებს
ჯორდან პიკფორდი დავიდის ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი" არიან კლუბები, რომლებიც "სანდერლენდის" მეკარე ჯორდან პიკფორდის გადაბირებას ეცდებიან.

23 წლის პიკფორდი დიდი ალბათობით "სტედიუმ ოფ ლაითს" დატოვებს, ვინაიდან "სანდერლენდი" უმაღლეს დივიზიონში მომდევნო სეზონში ვერ ითამაშებს.

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარეს პროდუქტიული საკლუბო სეზონი ჰქონდა და რამდენიმე დიდი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

Daily Telegraph-ი იტყობინება, რომ "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "ვესტ ჰემი" ახალგაზრდა კიპერისთვის იბრძოლებენ, "სანდერლენდი" კი მისი გამოსყიდვისთვის საჭირო თანხის ოდენობით შეთავაზებებს გვერდს ვერ აუვლის.

თუ დავიდ დე ხეა "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს და მადრიდის "რეალში" გადავა, მოურინიო კონკურენტების დამარცხებას შეძლებს და პიკფორდს თავისი გუნდის რიგებში გადაიბირებს.

დევიდ მოიესი, "შავი კატების" მწვრთნელი კი, რომელიც ჯორდანს 25 მლნ. ფუნტად აფასებს, ფიქრობს, რომ ასეთ ახალგაზრდა მეკარეს რომელიმე გრანდში გადასვლის შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს.

წყარო: metro.co.uk
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: mufc1878
9 მაი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
იმედია დათო დარჩება მაგრამ თუ წავიდა იმ საცენზურავეთში მაშინ არარის ურიგო ვარიანტი ეგ ბიჭი კაი მეკარეა

მაგრამ რომეროც გვყავს.რომელიც მაგარი მეკარეა
0
№12
ავტორი: nugo-nugo
9 მაი 2017 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
დე ხეა დარჩება აქ....პიქფორდი არა რევიშვილი კიდე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top