თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2509,
კომენტარები: 11
გვარდიოლა: "იმედი მაქვს, "იუნაიტედი" ევროპა ლიგას მოიგებს"
პეპს ჩემპიონთა ლიგაზე 5 ინგლისური გუნდის გასვლა სურს.
გვარდიოლა:
როგორც წესი, მანჩესტერის საფეხბურთო დანაყოფებს შორის კეთილი სურვილები იშვიათობაა, მაგრამ "სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სურს, რომ მისმა ძველმა მეტოქემ, ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედთან" ერთად ევროპა ლიგა მოიგოს.

"სიტიმ" პრემიერ ლიგის ოთხეულში ადგილი "კრისტალ პალასის" განადგურების შემდეგ გაიმყარა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა "ლივერპულთან" შედარებით უკეთესი გოლების შეფარდებით.

"იუნაიტედი" ოთხი ქულით ჩამორჩება თავის კონკურენტს და მეხუთე ადგილს იკავებს, თუმცა დღეს "არსენალთან" ქულების მოპოვების შემთხვევაში ჩამორჩენის შემცირება შეუძლია.

თუმცა, "ცისფერებისგან" განსხვავებით "წითლები" ევროტურნირზე ასპარეზობენ და ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ, "სელტა ვიგოს" დამარცხების შემდეგ.

ესპანელი სპეციალისტი "იუნაიტედს" წარმატებას უსურვებს და იმედვონებს, რომ მოურინიო ევროპა ლიგის საშუალებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

"ორი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის. იმედი მაქვს, "იუნაიტედი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და მომდევნო სეზონში ხუთი ინგლისური გუნდი გვეყოლება ევროპაში, რაც საოცარი იქნება",
- განაცხადა გვარდიოლამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
10 მაი 2017 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მოვიგებთ ლიგას 90%.......................
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top