თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2017, 10:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2257,
კომენტარები: 12
მხითარიანი კვლავ თვის საუკეთესო გოლის ავტორია
ჰენრიხმა მორიგი ჯილდო მოიგო.
მხითარიანი კვლავ თვის საუკეთესო გოლის ავტორია
ჰენრიხ მხითარიანი კიდევ ერთხელ გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო გოლის ავტორი და ამჯერად აპრილში "სანდერლენდის" კარში გატანილი გოლით მიიღო ჯილდო.

სომეხის სოლო გოლი "იუნაიტედს" 3-0 გამარჯვებაში დაეხმარა, თვითონ კი მარკუს რეშფორდისა ("ანდერლეხტის" წინააღმდეგ - 17%) და მეთიუ ოლოსუნდეს ("რეალ სოლთ ლეიქის" წინააღმდეგ - 14%) გოლებს აჯობა გამოკითხვასი, რომელშიც ჰენრიხმა ხმების 32% მიიღო. ზეკ დირნლი და კალუმ გრიბინი ასევე იყვნენ ნომინირებულები.

ეს კი ნიშნავს, რომ მხითარიანმა ბოლო 5 თვეში მეოთხედ მოიგო თვის საუკეთესო გოლის ჯილდო. "სანდერლენდის" კარში გატანილმა სკორპიონ-დარტყმამ დეკემბრის ჯილდო მოუპოვა, ინგლისის თასის ეგიდით "უიგან ატლეტიკის" კარში გატანილმა გოლმა იანვრის, ხოლო "ლესტერ სიტისთან" სოლო რეიდისა და კასპერ შმეიხელთან გამკლავებით გატანილმა გოლმა თებერვლის საუკეთესო გოლის ავტორად აქცია.

მისი ყოფილი თანაგუნდელი, მატს ჰუმელსი მხითარიანს "თვითერზე" გაეხუმრა, რომ მის გარდა სხვა კანდიდატები აღარც უნდა წარადგინოს "იუნაიტედმა", მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეში გამარჯვებული ჯესი ლინგარდი გახდა "მიდლსბროს" კარში გატანილი შორეული დარტყმით.



წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Madrid777
5 მაი 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Mxito shemdeg wels dzlieri dabrundeba
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
5 მაი 2017 22:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
სწრაფი კონტრშეტევის და გაშლილი თამაშის ფეხბურთელია მხითო.ჩვენ კი ეს ბოლო თამაშები საპირისპიროს ვთამაშობდით და არც უნდა დაეყენებინა მოუს სასტარტოში.ეს ათიანზე უკეთ თამაშობს ვიდრე ფლანგზე მაგრამ ათიანის პოზიცია კი არა რას ვთამაშობთ ბოლო თამაშებია მოუმ იცის მარტო.ამ ტაქტიკას ალბათ მიზანი ამართლებს საშუალებას ქვია და ჯერ ჯერობით გამოდის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top