თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2869,
კომენტარები: 12
ოუენი: "იუნაიტედი" რეშფორდთან ერთად უკეთესია"
მაიკლ ოუენი ფიქრობს, რომ რეშფორდი "იუნაიტედის" შეტევას აძლიერებს.
ოუენი:
მაიკლ ოუენს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდურად უფრო მეტ გოლს გაიტანს, თუ შეტევაში მარკუს რეშფორდი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიკავებს თავდამსხმელის პოზიციას.

რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ მოუტანა გამარჯვება "იუნაიტედს" ხუთშაბათის მატჩში, რომლის შემდეგაც "წითლები" ევროპა ლიგის ფინალს მიუახლოვდნენ.

ეს 19 წლის ფორვარდის მე-10 გოლი იყო მიმდინარე სეზონში და ოუენს მიაჩნია, რომ იბრაჰიმოვიჩის არყოფნაში მარკუსი ჟოზე მოურინიოს თავის შესაძლებლობებს სრულად დაუმტკიცებს.

"ვფიქრობ, მის თანაგუნდელებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ შეტევაში რეშფორდის თამაში ურჩევნიათ. ის არჩევანის სიმრავლეა. ზლატანი ყოველთვის გაიტანს უფრო მეტ გოლს, ვიდრე რეშფორდი, ორივემ რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს ყოველკვირა.

მაგრამ გუნდური გოლი რეშფორდთან ერთად უფრო ხშირად გავა. მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ჩემი აზრით, რეშფორდი დარჩება",
- განაცხადა ოუენმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
5 მაი 2017 20:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვეთანხმები ოუენს, ძაან მოძრავი და სწრაფი ბიჭია, არც გახსნა ეშლება და არც პასის მიწოდება.
დიდი იმედი მაქვს რომ არ დავკარგავთ ამ ფეხბურთელს, სულ რომ არაფერი ხდებოდეს მომენტს მაინც შექმნის, თან ჯერ 19 წლისაა, ასე თუ გააგრძელა, ერთ 5 წელიწადში ოქროს ბურთსაც ჩაახუტებენ. wink
0
№12
ავტორი: lefty
5 მაი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ოქროა რეშფორდი ძაან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს love ,ამის უკან ახალგაზრდა რუნი და ჩავხდით ყველას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top