თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2013, 13:45
ავტორი: love united,
ნანახია: 2455,
კომენტარები: 14
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
ფერგიუსონმა ჩაატარა წინასამატჩო პრეს-კონფერენცია და ისაუბრა სხვადასხვა თემების შესახებ...
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
ყატარი, ჯონი ევანსი და ეშლი იანგი


სერ ალექსმა განაცხადა, რომ შაბათის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ჯონი ევანსი და ვერც ეშლი იანგი.ორივე ფეხბურთელი ვარჯიშობდა გუნდთან ერთად ყატარში, მაგრამ მათ მაინც ვერ მოიშუშეს ტრავმები ბოლომდე.”ჯონი ევანსი და ეშლი იანგი არ არიან მზად 100%-ით.ჩვენ შესანიშნავი კვირა გავატარეთ ყატარში.იქ იყო შესანიშნავი ამინდი.ეს ძალიან სასიამოვნო იყო იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისში ჯერ კიდევ ცივა.ეს მოგზაურობა ჩვენ სასიკეთოდ წაგვადგა.უკეთეს დასვენებას ვერც ვინატრებდით.იანგი მალე დაგვიბრუნდება.ის კარგად ვარჯიშობდა ყატარში.ეშლი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო გუნდისთვის.ხოლო ჯონის დაბრუნებას მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე გვეგონა.ისიც ვარჯიშობდა ჩვეულებრივად ყატარში.ის იმედია მალე დაბრუნდება.მისი ჩანაცვლება ჩვენ შეგვიძლია- ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი შესანიშნავ ფორმაში არიან.

ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ევანსი ”რეალთან” მატჩში სერ ალექსმა უპასუხა:”ჩემი აზრით, ის ძალიან მალე უნდა დაბრუნდეს.იმედია ”რეალთან” შეხვედრის დროს ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება.”

ინგლისის თასი


რაც შეეხება ინგლისის თასს, შოტლანდიელმა გაიმეორა, რომ სურს მისი მოგება:”ბოლო წლების განვმალობაში ჩვენ ვერ ვაჩვენებდით ღირსეულ თამაშს ამ ტურნირზე.ამ ჩემპიონატს შესანიშნავი ისტორია აქვს.თუ ფრეს ვითამაშებთ, ეს არ იქნება პრობლემა.რათქაუნდა, დამძიმდება გუნდის გრაფიკი, მაგრამ მზად ვართ ყოველთვის თამაშისათვის.”

დიმიტარ ბერბატოვი


”მე ვფიქრობ, რომ დიმიტარ ბერბატოვი ”ფულჰემის” საუკეთესო ფეხბურთელია.ჩემი აზრით, მისი კარიერა ჩვენს კლუბშიც კარგად წარიმართა.მან დიდი სამუშაო შეასრულა.დიმიტარი შესანიშნავი მოთამაშეა.პრობლემა იმაში იყო, რომ მე ძალიან ბევრი ფორვარდი მყავდა.ძალიან გამიხარდა, როდესაც კარგი კლუბი მოძებნა და იქ გადავიდა.მან სწორი ნაბიჯი გადადგა კარიერის მიწურულს.”

”ბოლო წლების განვმალობაში ”ფულჰემი” პროგრესირებს.არიან კლუბები, რომელთა სტადიონები ყოველთვის სავსეა.ერთ-ერთი ასეთი ”ფულჰემია”.ისინი ყოველ წელს იზრდებიან.დიდი წვლილი ამაში უეფა თასის ფინალში თამაშმა შეიტანა.სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დიმიტარის გადასვლა ამ კლუბში გამართლებული იყო.ლონდონური კლუბი საკმაოდ ამბიციურია.არ ვფიქრობ, თითქოს მას უჭირდა ჩვენ ფეხბურთელებთან ერთდ თამაში.ის უბრალოდ ვერ მოერგო ტაქტიკას.ასევე რთული სიტუაცია იყო კარლოს ტევესის შემთხვევაში.ეს ტაქტიკა არცერთ მათგანს არ მოერგო.ამავდროულად თავის პირველ სეზონში შესანიშნავად თამაშობდა ჩიჩარიტო.სწორედ ამიტომ მიიღო მან დიდი სათამაშო დრო.”


წყარო:http://redevils.ru
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
26 იანვარი 2013 15:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ქომე ონ
0
№12
ავტორი: Hernandez
26 იანვარი 2013 15:38
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
Mgelo,
გილოცავ
0
№13
ავტორი: chicha
26 იანვარი 2013 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
უნდა მოუგოთ გადაუაროთ
0
№14
ავტორი: ლადო
26 იანვარი 2013 16:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიუშ კარგი ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top