თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2017, 20:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3650,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" ბოლო 6 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა
"წითლების" საუკეთესო მიღწევა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში 23-მატჩია არ მარცხდება, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო გამარჯვება გასვლაზე "ბარნლის" 2-0 დამარცხებით მოიპოვეს.

ენტონი მარსიალმა და უეინ რუნიმ თავიანთი გოლებით "იუნაიტედს" ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვეს. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდს ზედიზედ 23 მატჩში ვერავინ ამარცხებს.

უკანასკნელი შემთხვევა, როცა "იუნაიტედმა" წააგო, "ჩელსისთან" 23 ოქტომბერს გამანადგურებელი წაგებაა.

მას შემდეგ გუნდმა მხოლოდ სამი მატჩი წააგო ყველა ტურნირზე - თითო შეხვედრა ევროპა ლიგაზე, ლიგის თასსა და ინგლისის თასზე.

23-მატჩიანი წაუგებელი სერია კი პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ბოლო 6 წლის განმავლობაში არავის ჰქონია.

ბოლოს, როცა მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, 2010/11 წლების სეზონი იყო და მაშინაც "იუნაიტედმა" მოახერხა 24-მატჩიანი წაუგებელი სერიის ჩვენება.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
24 აპრილი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
კიდევ უნდა გავაგრდზელოოტ:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top