თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2017, 20:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1894,
კომენტარები: 11
რეშფორდი მატჩის შემდგომ
მატჩის გმირი "ანდერლეხტთან" მოგებას გამოეხმაურა.
რეშფორდი მატჩის შემდგომ
მარკუს რეშფორდი მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ანდერლეხტის" მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა და მის გუნდს 3-2 გამარჯვება მოუპოვა.

ჰენრიხ მხითარიანმა ანგარიში გახსნა და სოფიან ჰანიმ მოგვიანებით წონასწორობა აღადგინა, სანამ "წითლები" უპირატესობას მოიპოვებდნენ, მაგრამ შეტევაში დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. თუმცა დამატებით დროში რეშფორდმა მაინც მოახერხა უპირატესობის გოლში გარდასახვა და "იუნაიტედი" ნახევარფინალში გავიდა, სადაც "სელტას" დაუპირისპირდება.

"ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, მცდელობაა და ჩვენ ამას ვაკეთებდით. მეორე ტაიმის მიწურულს გუნდურად ვახდენდით მათზე ზეწოლას და საჯარიმოს მივაჯაჭვეთ. სწორედ ეს იყო საჭირო მთელი მატჩის განმავლობაში. ბოლომდე ვიბრძოდით. ბევრი მომენტი გვქონდა, რომლითაც უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ასეთ თამაშებში ამგვარი რამ ხდება. ბოლოს მაინც გავიტანეთ გოლი და ყველა ბედნიერია.

უბრალოდ უნდა სცადო და იმედოვნო, რომ მორიგ შანსს მიიღებ და ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. შანსს მეორე ტაიმში ვქმნიდით და ადვილად შეგვეძლო თამაშის მოგება, მაგრამ რთულად გამოგვივიდა. ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა",
- განაცხადა რეშფორდმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
22 აპრილი 2017 12:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეშფორდს დიდი მომავალი აქვს, მაშინაც კი ძაან აქტიურია, როცა თამაში არ მისდის, ბოლომდე იბრძვის და ბევრა დარბის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თორემ აგერ მარსიალიც სწრაფი და ტექნიკურია, მაგრამ ვაფშე მკვდარია მოედანზე, ნეტა რეშფორდის მონდომების ნახევარი მაინც მიცა მარსიალს.

ახლა იბრას არ ყოფნაში მარსიალსაც უნდა მიეცეს ალბათ შანსი, კვირას რეშკას დაასვენებს ალბათ მოუ და მარსიალი ცენტრფორვარდი იქნება, და საერთოდაც დრო მოვიდა ფოსუ-მენსა ტუანზებე და პატარების სასტავი გამოვცადოთ, ბარნლი სახლში კარგად თამაშობს, მაგრამ გარისკვა შეიძლება.

ისე მხითოს ევროპაზე კარგი შედეგი აქვს, თუ არ ვცდები ბოლი 6 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top