თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2017, 18:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2101,
კომენტარები: 12
მოურინიო: "კრიტიკა გუნდს ეხება და არა იბრაჰიმოვიჩს"
მოურინიო პირველ მატჩში თავდამსხმელებით უკმაყოფილოა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ თავდამსხმელების მიმართ გამოთქმული კრიტიკა მთლიანად გუნდის წევრებს ეხებათ და არა კონკრეტულად ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩში "ანდერლეხტთან" ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ მცველების ადგილას ის ძალიან გაუბრაზდებოდა შემტევ პარტნიორებს.

მოურინიო ამ კრიტიკის საფუძვლად იყენებს ანგარიშს, რომელიც ბრიუსელში დაფიქსირდა. "წითლებს" შემქნილი მომენტების მიუხედავად 1-ზე მეტი გოლის გატანა არ გამოუვიდათ და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა, რაც ჯერ კიდევ აძლევს "ანდერლეხტს" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს.

"იმედგაცრუებული ვიყავი არა ზლატანით, არამედ გუნდით. გუნდი მთლიანად აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ვერ მოკლა. "ანდერლეხტი" 3:0 რომ დაგვემარცხებინა, საპასუხო მატჩზე ისე ვისაუბრებდით, როგორც ამხანაგურზე.

შეგვეძლო, მშვიდად გვეთამაშა, აქსელ ტუანზებეს ან სხვა ახალგაზრდა ბიჭებისთვის მიგვეცა შანსი და ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილიყავით. ინტრიგის მოხსნა ადვილი იყო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: espn
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
21 აპრილი 2017 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mtavaria dges moviget
0
№12
ავტორი: shotkin
21 აპრილი 2017 03:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: stepno
mtavaria dges moviget

ესეთი მოგება ნაღდად არაა საამაყო, ვინმე ძლიერ გუნდთანაც არ ვიყავით რო ჰამხარებოდა ესე ტანჯვით მოგება, ეს იყო ოლდ ტრაფორდი ეს იყო ანდერლეხტი და არა ბავაღია ან ბარსელონა და მე ლიჩნად დარწმუნებული ვარ რო სადაც ესე გარისკეს და უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ მატჩს იქ შხვა გუნდთამაც მიქარავენ უეჭველი და იქ არ გვაპატიებენ, ჩემი ინტუიციით დიდი შამსია ევროპა ლიგა ვერ მოვიგოთ , არა მარტო ასეთი თამაშის გამო არამედ მიდგომის და მენტალიტეტის გამოც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top