თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2017, 12:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 12
კერიკი: "სხვა კლუბში არ ვითამაშებ"
კერიკი კარიერას "იუნაიტედში" დაასრულებს.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის დასრულებასთან ერთად საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი ბავშვობიდან გულშემატკივრობს "ნიუკასლს" და "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაშზე ოცნებობდა, უკვე მიაჩნია, რომ სხვა ინგლისურ კლუბში თამაში გვიანია.

ამგვარად, ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის ამოწურვისთანავე დაასრულებს კარიერას, მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

"ვფიქრობ, "ნიუკასლში" გადასვლა უკვე გვიანია. მართალია, ბავშვობიდან ვქომაგობ "ნიუკასლს", მაგრამ გამიმართლა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ამდენი წელი გავატარე.

"იუნაიტედში" ასპარეზობას რომ დავასრულებ, ჩემი კარიერაც დასრულდება. მოვლენებისთვის გასწრება არ მინდა, მაგრამ დანამდვილებით ვამბობ, რომ სხვა ინგლისურ კლუბში არ ვითამაშებ", - განაცხადა კერიკმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
12 აპრილი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: gache1991
dgevandel manchestershi chemtvis yvelaze sayvareli pexburteli,romelsac aravize naklebi arc runize ar gauketebia am gundistvis,mara radgan golebi ar gaaq xshirad ratomgac amis klasi nichi da shesadzleblobe chemi azrit maincdamainc ar pasdeba..stabilurobis simbolo:)albat samadlobeli matchis mere wava da see jobia,sanam dasustda da shecdomebi daiwyo

დღევანდელ მანჩესტერში თუ ვინმეა დასაფასებელი როგორც გუნდის სიმბოლო რუნი, ქერიქი და ვალენსია მეტი ვვეტერანი აღარ გვყავს გუნდში მე პირადად ამ სამი ფეხბურთელის კარიერის დაწყების დღიდან მიყვარს ეს გუნდი და უდიდესი როლი სწორედ ამ ხალხს აააქვს შეტანილი ჩემს ამ დამოკიდებულებასთან love ვან დერ საარი, რიო, ვიდიჩი, ვალენსია, ევრა. ცენტრი გიგზი, სქოულზი, ქერიქი. ბექემი, რუდ ვან ნისტელროი და რუნი 4-4-2 ეს არის ჩემი საყვარელი მანჩესტერის გუნდი love am
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
13 აპრილი 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ზუსტად ეხა გვინდა ეგ სასტავი ზუსტად ისეთი რუნი როგორიც ადრე იყო თუნდაც რონალდუ და ნებისმიერი გუნდი დაგვიდგეს მომენატრა რა ძველი მანიუ ი

იმედია სუ მალე ისეთივე გუნდი გავხდებით როგორიც ადრე იყო ყველას რო ეშინოდა მანიუსთან შეხვედრა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top