თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2017, 19:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3156,
კომენტარები: 11
მოურინიომ დე ხეას არყოფნის მიზეზი ახსნა
პორტუგალიელმა ახსნა, თუ რატომ გამოტოვა ესპანელმა მეკარემ "სანდერლენდთან" მატჩი.
მოურინიომ დე ხეას არყოფნის მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას დაუდასტურა, რომ დავიდ დე ხეას მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც "სანდერლენდთან" მატჩი გამოტოვა.

მეკარემ პრემიერ ლიგაში წინა 63 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მისი თანმიმდევრულობა ახლა დასრულდა და "სტედიუმ ოფ ლაითზე" მეკარის პოზიცია სერხიო რომერომ დაიკავა, რომლის შემცვლელადაც ჟოელ კაშტრუ პერეირა იჯდა სათაიდარიგოთა სკამზე.

დე ხეას პრობლემა სერიოზული არ არის, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ხუთშაბათს ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" მატჩში თამაშს.

"სანდერლენდთან" მოგებული მატჩის შემდეგ მოურინიომ ესპანელის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა: "თეძოს პრობლემა აქვს. როცა იხრება, ტკივილს გრძნობს. კარგია, რომ დაისვენა. კარგია სერხიო რომეროსთვისაც, რომ ბრიუსელში ჩასატარებ მატჩამდე ითამაშა. დე ხეა "ჩელსისთვის" იქნება მზად - დიახ, თუ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
10 აპრილი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top