თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2017, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2586,
კომენტარები: 18
მოურინიო: "მკვლელი ჩიჩარიტო 20 გოლს გაიტანდა"
ჟოზე სწუხს, რომ "იუნაიტედმა" მექსიკელი ფორვარდი გაყიდა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ხავიერ ერნანდესი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენის შემთხვევაში შედეგიანი ფეხბურთელი იქნებოდა.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის აზრით, მექსიკელი ფორვარდი გოლების ორნიშნა რაოდენობას უპრობლემოდ დააგროვებდა, "ოლდ ტრაფორდზე" რომ დარჩენილიყო.

"კარგი ფეხბურთელები გვყავს, კრეატიული ფეხბურთელები, მათ მომენტების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ისინი ბუნებრივად მკვლელის ინსტინქტის მქონენი არ არიან.

მარტივ მაგალითს მოგცემთ - "ოლდ ტრაფორდზე" ჩვენი სათამაშო სტილიდან, მოწინააღმდეგეზე დომინირებისა და საჯარიმოში თამაშიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩიჩარიტო ადვილად გაიტანდა 20 გოლს.

ბოლო 10 ან 20 წუთის განმავლობაში რომ შემოსულიყო სათადარიგოთა სკამიდან, მაინც გაიტანდა 20 გოლს.

ის არის ბიჭი, რომელთანაც თავისით მიდის ბურთი, დახტის აქ, დახტის იქ, ბუმ და გოლია.

მეკარე თუ აიღებს, მივარდება და ბუმ, გოლია. თუ ჩაწოდებაა, ახლო ძელთან თავს იგებს, გოლია",
- განაცხადა მოურინიომ.

მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეძლო "იუნაიტედის" რიგებიდან პრემიერ ლიგაში 10-ზე გოლის გატანა.

"ვფიქრობ, ზლატანის გოლების რაოდენობა ყველა თავდამსხმელისთვის აუცილებელი რაოდენობაა. საუბარი არ მაქვს მხოლოდ თავდამსხმელებზე, მე ვლაპარაკობ ყველა იმ ფეხბურთელზე, ვინც შეტევაში თავისუფლებას იღებს, მათ გოლების გარკვეულ რაოდენობას უნდა მიაღწიო, ყოველთვის უნდა მიაღწიო, რაც ერთმანეთზე დამატებით ბევრ გამარჯვებას ნიშნავს, ბევრ ქულას ნიშნავს, მაგრამ ჯერ ვერავინ მიაღწია ამ დონეს"
, - დაასრულა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2017 17:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ გუნდში ჩიჩა ძაან საჭირო ფეხბურთელი იქნებოდა მარა როცა წავიდა კარგი ქნა, მომავალი მოუკლა ვან გაალმა იმენა wink
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
8 აპრილი 2017 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ბაზარი არაა მოუ მარა შენნაირი ხედვა არ ქონდა არც მოიესს რომელიც ამტკიცებს რო ჩმორიააა და ვან გალსს რომელიც სულ ფიქრობდა ვლადია ქონოდა ბურთის მეტი სხვა გუნდთან შედარებით ვაი ვაი ეხა რო ვიხსენებ მანჩესტერეს უფროსობას რა უთხარი რო თითო თითო წელი ესეთი ტრენერები გააჩერა გუნდში და კიდე ბაბუს რა უთხარი რო მოიეს შეთევაზა
0
№13
ავტორი: dzia_David
8 აპრილი 2017 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
გამოჩენის დღიდან მევასებოდა მაგრად ეს, რეალშიც რო იყოო ერთი სული მქონდა დაბრუნების დრო მოსულიყო, მარა რათ გინდა :((
0
№14
ავტორი: GRIEZMANN 7
8 აპრილი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ჩიჩა მაგარი იყოო
0
№15
ავტორი: MU1810
8 აპრილი 2017 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
აუ ამის გოლი არ დამავიწყდება თავში რო გაირტყა wink
0
№16
ავტორი: stepno
8 აპრილი 2017 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
daabrunoon mere
0
№17
ავტორი: K1llsw1tch
9 აპრილი 2017 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
საერთოდ ჩიჩას გაშვება და მისი ზამენაზე ჯდომა იუნაიტედში უკანასკნელ წლებში დაშვებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს ბიჭი სოლსკიაერს მაგონებდა ყოველთვის, რომლის სულ სკამზე ჯდომაც ცოტა მიკვირდა, თუმცა მერე ტრავმებმაც გააწამა. მოკლედ, ჩიჩა რომ დავიბრუნოთ ცუდი აზრი არ იქნება ისე საუბრობს მასზე მოუ რომ არაა გამორიცხული. გუნდში იყო ამდენი ხანი და ადაპტაცია საერთოდ არ მოუწევს დიდი ალბათობით დიდად არაფერი შეცვლილა რაც წავიდა.
0
№18
ავტორი: kobinio
9 აპრილი 2017 01:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: David de Gea 1
ეს მართლა არ უნდა გაეშვათ. მაგრად დამწყდა გული

ამან პროსტა ზედიზედ მაგრა ცენზურაა თუნგახსოვს და იმ.კრიზოსის ფონზე ნამეტანად გამოჩნდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top