თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 09:48
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 12
"ლესტერისგან" ნებართვას ავიღებთ, თუ ჩვენით "იუნაიტედი" დაინტერესდება"
"ლესტერ სიტის" ახალწვეულს აქტიურად უკავშირებენ "იუნაიტედს".
"ლესტერ სიტის" ნახევრამცველ უილფრედ ნდიდის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა "მელიებისან" წასვლის ნებართვა ითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება.

ნდიდის მიმართ უამრავი კლუბი იჩენდა ყურადღებას და ზაფხულში მოსალოდნელიც იყო, რომ ის კლუბს გამოიცვლიდა, მაგრამ "ლესტერმა" ყველას დაასწრო და ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა "გენკიდან". კომპენსაციის სახით კი 15 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.

ფეხბურთელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, რამაც განაპირობა კიდეც "მელიების" პრობლემების აღმოფხვრა საყრდენ ზონაში. ნდიდი დიდ როლს თამაშებს კრეიგ შექსპირის გუნდში, რომელმაც მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ზედიზედ.

ნიგერიელი საყრდენით მრავალი კლუბი ინტერესდება, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "იუნაიტედი" გახლავთ და თუ "წითელი ეშმაკები" ნდიდის ყიდვას შეეცდებიან, ფეხბურთელი მზადაა "ლესტერიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდეს.

"ნდიდი უარს არ ეტყვის "მანჩესტერ იუნაიტედს". ამაყად და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ მას "წითელი ეშმაკებისგან" შემოთავაზება ექნება, "ლესტერისგან" წასვლის ნებართვას აიღებს. ჩვენ ხომ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვსაუბრობთ - ყველაზე დიდ და ყველაზე წარმატებულ კლუბზე ინგლისში. ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი OwnGoalNigeria-თან.

წყარო:fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
7 აპრილი 2017 19:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
ციტატა: giorgi_mg
რამდენი წლისაა?

20 წლის არის :)) მეეჭვება ამსი ჩვენთან გადმოსვლა სიმართლე იყოს :))) ვინმე კლასნი გვჩირდება :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: giorgi_mg
7 აპრილი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: O Neil
ციტატა: giorgi_mg
რამდენი წლისაა?

20 წლის არის :)) მეეჭვება ამსი ჩვენთან გადმოსვლა სიმართლე იყოს :))) ვინმე კლასნი გვჩირდება :))

კი გვჭირდება მარა აბა ვინ? მე ვერატი მინდა მარა საადაა კაი ცხოვრება :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top