ჰოლანდიელი მცველი ჟოზე მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრი არ არის და იშვიათად ეძლევა სათამაშო დრო.
ამ მდგომარეობით სარგებლობას კი ჰოლანდიური გრანდი ეცდება და თავის ყოფილ ფეხბურთელს საკუთარ რიგებში მიიწვევს.
27 წლის ბლინდი "იუნაიტედს" 3 წლის წინ თითქმის 14 მილიონი ფუნტი დაუჯდა, მაგრამ ნახევარმცველის სტატუსით გადასულმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" კარიერა ძირითადად დაცვაში გაატარა.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით მას მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი და შეთანხმების გახანგრძლივებაზე საუბარი ჯერ არ არის.
"აიაქსი" ზაფხულში ბლინდის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და მოურინიოსთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.