გუშინ ღამით ხორვატიაში კერძოდ ზაგრებში იმართებოდა მატჩი ხორვატიასა და უკრაინას შორის, სადაც უკრაინელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტულად ამ მატჩის გამო ზაგრებში ჩაფრინდა პორტუგალიელი სპეციალისტის პირადი თვითფრინავი. მოურინიო აღნიშულ მატჩზე დააფიქსირეს.
პრესამ უმალ დაუკავშირა მოურინიოს იქ ყოფნა ივან პერისიჩს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით ივანის ამჟამინდელ კლუბს სურს ის 2020 წლამდე შეინარჩუნოს და კონტრაქტშიც სწორედ ეს თარიღია აღნიშნული, მაგრამ იტალიელები ამავდროულად მზად არიან € 60 მილიონად გაყიდონ ხორვატი.
მოურინიომ პრესასთან ასევე ისაუბრა იმ მიზეზზე, თუ რატომ ჩავიდა ის ზაგრებში.
"მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. მე გამოვნახე თავისუფალი დრო და ჩავედი ხორვატიაში, რათა მენახა ჩემი მეგობრები, მათ შორის დავორ სუკერიც".
"ძალიან კარგად ვიცი, რომ პრესის აზრით მე კონკრეტული მატჩისთვის ჩამოვედი, მაგრამ ფეხბურთს არ საჭიროებს მსგავსი მოქმედებები. დღეისთვის ყველამ კარგად იცის, თუ ვინ რა დონეზეა".
"ვიმეორებ, რომ აქ ჩამოვედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რათა დავისვენო და დავტკბე მზიანი ამინდებით, განსხავებით მანჩესტერის წვიმიანი ამინდისა" - ნათქვამია ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ივან პერისიჩის აგენტი ლეგენდარული ფეხბურთელი მიატოვიჩი გახლავთ.