თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2017, 22:16
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 17
"იუნაიტედი" და "ლივერპული" ხიმენესისთვის იბრძოლებენ
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკოს" 22 წლის მცველის შეძენას შეეცდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" "ატლეტიკოს" 22 წლის მცველის, ხოსე ხიმენესის შეძენას შეეცდებიან.

ახალგაზრდა ურუგვაელი ვეღარ ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, რაც ჭორების თანახმად, დიეგო სიმეონესთან პირადი კონფლიქტითაა გამოწვეული. მოსალოდნელია, რომ ესპანელები დაახლოებით 34-42 მილიონ ფუნტს მოითხოვენ ფეხბურთელში.

მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ზონა დაცვის ცენტრალური ხაზია. გარდა ამისა, პორტუგალიელს ტრავმების გამო ხშირად უხდება ცენტრალური მცველების წყვილის შეცვლა.

ხიმენესს მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებული 19 შეხვედრაა.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით.

ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
24 მარტი 2017 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ბაილიმ თავიდან ძაან მაგრად დაიწყო,მაგრამ მგონი მთლად მაგის იმედზე ყოფნაც არ შეიძლება.თუმცა ხიმენესი და ბაილი ალბათ კარგ დუეტს შექმნიან. winked
0
№12
ავტორი: ROI
24 მარტი 2017 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ჯონსია მაგარი მაგრამ სულ ტანვა აააქვს ასე რომ კარგი იქნება:*
0
№13
ავტორი: dzia_David
24 მარტი 2017 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამ ზაფხულს ატლეტიკოდან მხოლოდ ერთი კაცი წამოვა მანჩესტერში და ეს გრიზუა :დ წარმოუდგენელია მაგრამ ამ ზაფხულს გრიზუს, ბაკაიოკეს და ვარანეს ვიხილავდი სიამოვნებით ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ლუკაკუზე ან ლაკაზეტეზეც არ ვიტყოდი უარს. ეს მბაპეეს ნაირი ტიერი ანრები კიდე გყვავს გუნდში და არ გვჭირდება ჩემი აზრით.
0
№14
ავტორი: giorgi kandelakisvili
24 მარტი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
გიმენეზი მე დზაამ მინდა
0
№15
24 მარტი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
იყოს ხიმე. am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№16
ავტორი: king leo
25 მარტი 2017 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ხიმენესი ატლეტიკოში დარჩება ალბათ
0
№17
ავტორი: stepno
25 მარტი 2017 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაქ ხიმენესი გრიზუ დადეთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top