თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2017, 19:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2075,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია"
ჟოზე მოურინიო ევროპის მეორე ყველა პრესტიჟულ ტურნირს მნიშვნელოვნად აღიქვამს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგას მნიშვნელოვან ტურნირად აღიქვამს და მისი მოგებას ეცდება.

"წითელი ეშმაკები" ხუთშაბათს "როსტოვს" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებენ და ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავენ.

პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის რუსეთში ჩატარდა 1-1 დასრულდა, რაც "იუნაიტედს" საპასუხო შეხვედრაში უპირატესობას აძლევს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. დასაწყისიდანვე ამაზე ვსაუბრობთ - ამიტომაცაა, რომ ყოველ მატჩში, პირველივე დღიდან კარგი გუნდი გაგვყავს, ძლიერი გუნდით ვთამაშობთ, ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლას ვცდილობთ - რაც ჯგუფურ ეტაპზე, 1/16 ფინალში მოვახერხეთ და ხვალაც ვეცდებით.

ვფიქრობ, გულშემატკივრები დამატებით ენერგიას მოგვცემენ და გვჯერა, რომ ხვალ სიტუაციას თავს გავართმევთ და მეოთხედფინალში გავალთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
16 მარტი 2017 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: LASHQARA
ეს ტურნირი მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი რაც მისი გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საგზურს იგებს, ამიტომ ყველა გუნდი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ვინც ლიგაზე არაა რა თქმა უნდა, თან ჩვენთვის სტრახოვკაა რო ვერ შევიდეთ ოთხეულში და ეს მოვიგოთ აქედან მოვხვდებით ლიგაზე, ამას თავიდანვე ვიძახდი, გამოდიოდა ხალხი აქ სიტყვით და იძახდა ჩვენი დონე არაა და რაღაცეები, გასაგებია ჩვენი დონე ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ დღეს იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ რომ ევროპალიგას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ცოტა რეალისტურად უნდა ვიფიქროთ ამ შემთხვევაში love am

მაგას ვამბობ პირველივე დღიდან.ოთხეულში მეც მინდა,მაგრამ კონკურენცია ისეთია რა ვიცით რო უეჭველი მოვხვდებით?! თუ ვერ მოვხვდით ე.წ ''დაზღვევა'' იქენბა ევროპის ლიგა ჩვენთვის !!! თან ბოლოსდაბოლოს არასდროს მოგვიგია ეს ტურნირი და ეგდოს ოთახში მაინც wink გულს გაუხარდება და ლუზერპულს გაამწარებს wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top