"მანჩესტერ იუნაიტედი" ტომაშ მიულერის შეძენას წარსულში უკვე ცდილობდა და მიუნხენის "ბაიერნმა" დაადასტურა, რომ მათ მსოფლიო სარეკორდო შეთავაზებაზეც კი თქვეს უარი.
მაგრამ ესპანური გამოცემა "მუნდო დეპორტივო"იტყობინება, რომ ამჯერად თავად ფეხბურთელს სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა.
წარსულისგან განსხვავებით, მიულერი კარლო ანჩელოტის გუნდის სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრი აღარ არის, ამიტომაც უფრო მეტი სათამაშო დროის მიღების იმედით, კლუბის შეცვლას გეგმავს.
ასეთ კლუბად კი მიულერს "იუნაიტედი" მიაჩნია, სადაც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის საშუალება ექნება.