როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება, "იუნაიტედის" არგენტინელ ლეგიონერს "ჩელსისთან" მატჩში უხეში თამაშისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება.
როხომ აზართან ჯერ უხეშად ითამაშა, ხოლო შემდეგ ბელგიელს ფეხი დააბიჯა. აღნიშნული ქმედება მაიკლ ოლივერს გამოეპარა, თუმცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შესაძლოა ეპიზოდი გმოიძიოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში როხოს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.
აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მომდევნო ორ მატჩს, "მიდლსბროსა" და "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ, ანდერ ერერას გარეშე ჩაატარებს. ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ჩელსისთან" მატჩში მიიღო ორი ყვითელი ბარათი და 35-ე წუთზე მოედანი დატოვა.
თავის მხრივ, აღნიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელსაც "ბორნმუთთან" მატჩში ტაირონ მინგზის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.