თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3139,
კომენტარები: 12
ფერდინანდის რჩევა მოურინიოს
რიო ფერდინანდმა მოურინიოს ორი ფეხბურთელის შეძენა ურჩია.
ფერდინანდის რჩევა მოურინიოს
რიო ფერდინანდმა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თავისი კანდიდატები დაასახელა და თავის ყოფილ კლუბს მოუწოდა, მადრიდის "ატლეტიკოდან" ანტუან გრიზმანი, მიუნხენის "ბაიერნიდან" კი დუგლას კოშტა შეიძინოს.

"იუნაიტედს" დიდი ხანია უკავშირებენ ძვირადღირებულ ფრანგს, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი გოლების რაოდენობა უკვე აიყვანა 20-მდე.

ფერდინანდს კი მიაჩნია, რომ "წითლები" მხოლოდ ერთ ტრანსფერს არ უნდა დასჯერდნენ და რამდენიმე ფეხბურთელი უნდა შეიძინონ - მათ შორის, ბრაზილიელი კოშტაც.

Sunday Times-ისთვის წერისას ლეგენდარულმა მცველმა თავისი ექვსი სასურველი ფეხბურთელი დაასახელა.

"სიამოვნებით ვიხილავდი ანტუან გრიზმანს "ოლდ ტრაფორდზე". ოთხი წელია 20-ზე მეტი გოლი გააქვს მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში და კლასი და უნარები შეიძინა.

ვეთაყვანები მიუნხენის "ბაიერნის" დუგლაშ კოშტას. ელექტრონული ფეხბურთელია, მაგრამ "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, თუმცა მასში დიდი ფულის გადახდა ღირს",
- დაწერა ინგლისელმა.

ფერდინანდმა გრიზმანი და კოშტა "იუნაიტედის" შეტევის გამძლიერებლებად მოიაზრა, მაგრამ მას ასევე მიაჩნია, რომ კლუბმა ნახევარმცველებიც უნდა შეიძინოს.

"იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანის სიაში "მონაკოელი" ტიმუე ბაკაიოკო, მისი თანაგუნდელი ფაბინიო, "პარი სენ-ჟერმენელი" ადრეინ რაბიო და გრიზმანის პარტნიორი საულ ნიგესი მოექცნენ.

წყარო: mirror
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
13 მარტი 2017 16:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
ფაიანო კარგი იქნეოდა,რომ გვეყიდა მარჯვენამცველადაც შეილება დააყენო და ცენტრშიც :) ცოსტა მეეჭვება გამოუშვან და დანარჩენი შეილება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: stepno
13 მარტი 2017 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეგრე მეც ურჩევ მაგრამ სადააა. ყვგელას ვერ გადმოიყვან ვინც მოგეწონება ეგ გამორიცხული რომ არის ყველამ კარგად იცის :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top