თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2017, 16:07
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2706,
კომენტარები: 14
ინგლისური გრანდები ”ტორინოს” ვარსკვლავისთვის იბრძვიან
ბელოტიმ პრესისა და გრანდების ყურადღება მიიქცია.
ინგლისური გრანდები ”ტორინოს” ვარსკვლავისთვის იბრძვიან
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ”ტორინოს” უნიჭიერესი ფეხბურთელით, ანდრეა ბელოტითი ”ჩელსი”, ”მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის ”რეალი” ინტერესდებიან. ”ჩელსის” ხელმძღვანელები გასულ კვირას ორჯერ დაუკავშირდნენ ტურინელებს ტრანსფერის თაობაზე.

ამ უიქენდზე ანდრეამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ”პალერმოსთან”. აღნიშნული მატჩი ბელოტის გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო. იტალიელმა ზუსტად 8 წუთში ჰეთ-თრიქის გაფორმება შეძლო. მას 24 მატჩში 22 გოლი დაუგროვდა და სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია ბომბარდირთა დავაში.

პრესამ დააფიქსირა, რომ ”ჩელსის” სკაუტი ”ფიორენტინა”-”ტორინოს” მატჩს ესწრებოდა, სადაც ბელოტიმ აგრეთვე თავი კარგად წარმოაჩინა და დუბლის წყალობით გუნდს ქულა მოუტანა. ”ჩელსის” ბოსები ანდრეა ბელოტით ცდილობენ დიეგო კოშტა ჩაანაცვლონ, რომელმაც შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს.

რაც შეეხება ”წითელ ეშმაკებს”, ისინიც უკვე სერიოზულად დაინტერესდნენ ბელოტით. თუკი ანტუან გრიზმანის საქმე მათთვის სასიკეთოდ ვერ მოგვარდა, მაშინ ალტერნატივის სახით ისინი იტალიელის შეძენას შეეცდებიან

ინგლისურ გრანდებს საკმაოდ სერიოზული გარიგების დადება მოუწევთ ”ტორინოსთან”, რადგან მათი ხელმძღვანელების განცხადებით, ისინი ბელოტის არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობენ.

წყარო: 101GreatGoals.Com
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
7 მარტი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
100 კიარა რომ მოინდომონ მტელს საფეხბურტო სამყაროს იყიდიან რაიზერები მაგრამ ბაზარი არაა 100 დზვირია ვიცი კაი ბიცჰია ეს მაგრამ 100 უკვე ზედმეტობაა
0
№12
ავტორი: Phil Jones
7 მარტი 2017 20:02
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამის ჰეთრიკი ვიწინასწარმეტყველე წინა ტურში და ვერ დავდე თორე სავარაუდოდ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გახდებოდა ))))))))
0
№13
ავტორი: craig shakespeare
8 მარტი 2017 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
აუ ბელოტი დროულად წამოიყვანონ ტორინოდან
0
№14
ავტორი: bako
8 მარტი 2017 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ტორინოს ვართმევთ ბელოტის ესეიგი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top