ფრენკ ლამპარდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. როგორც მოსალონდელი იყო, ინგლისელის შერჩეულ გუნდში ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელები ჭარბობენ, რომლებიც საუცხოო სეზონს ატარებენ.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საუკეთესო მეკარედ დავიდ დე ხეა დაასახელა, რომლის ანგარიშზეც 10 მშრალი მატჩი და 53 სეივია.
ფრენკ ლამპარდის საუკეთესო თერთმეტეული: დე ხეა ("იუნაიტედი"); სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), მაიკლ კინი ("ბარნლი"), დავიდ ლუიზი ("ჩელსი"), რაიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი"); ადამ ლალანა ("ლივერპული"), დელე ალი ("ტოტენჰემი"), ნ'გოლო კანტე ("ჩელსი"), ედენ აზარი ("ჩელსი"); დიეგო კოშტა ("ჩელსი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი").