თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2017, 20:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3238,
კომენტარები: 27
მოურინიოს ვერდიქტი "ბორნმუთთან" ფრეზე
მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო გასაგები მიზეზების გამო შეშფოთებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ბორნმუთთან" ნათამაშები ფრით.

მარკოს როხომ "წითლები" პირველ ტაიმში ანგარიშში დააწინაურა, თუმცა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯოშუა კინგმა წონასწორობა მალევე აღადგინა. სტუმართა მხრიდან ენდრიუ სურმენი გააძევა მთავარმა არბიტრმა, მაგრამ მოურინიოს შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს, მიუხედავად პენალტის დარტყმის უფლებისა.

ჟოზემ თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტაირონ მინგსის ეპიოზდზეც.

თამაშის შესახებ

"კვლავ იგივე ხდება. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მეტოქის მეკარე გახდა. საოცარია იმ შანსების რაოდენობა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში საოცარი ფეხბურთი ვითამაშეთ, 3-0 ან 4-0 უნდა ყოფილიყო და არ მესმის, რატომ დასრულდა 1-1. მეორე ტაიმში ოდნავ დავკარგეთ ჩვენ მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი და სისწრაფე წინააღმდეგ მეტოქისა, რომელმაც, მეტ-ნაკლებად, გადაწყვიტა - და ეს არ ნიშნავს, რომ ვაკრიტიკებ - დანებებულიყო და თავი დაეცვა. კიდევ ერთხელ ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ორი ქულა და ოთხეულთან მიახლოების კარგი შანსი დავკარგეთ."

მინგსისა და იბრაჰიმოვიჩის შესახებ

"მატჩების შემდეგ ლაპარაკი არ მიყვარს. მსაჯი იქვე იყო; თუ მკითხავთ, ბედნიერი ვიქნები თუ არა იმის გამო, რომ მინგსმა ოთხი ან ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, გეტყვით, რომ ეს არ მაღელვებს. მან ყველაზე კარგად იცის, რა გააკეთა, უკეთ, ვიდრე მსაჯს ესმის მომენტის ინტენსიურობა და ემოციურობა. მსაჯმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ორივე მართებული იყო - ორი პენალტი, რომელთა შესახებ ეჭვი არ არსებობს. ჩვენ რომ ვერ მოვიგეთ, ეს ბორუცის კარგი თამაშის ბრალია. არ გაგვიმართლა, საკმარისად კარგები არ ვიყავით იმისათვის, რომ ჩვენს ხელთ არსებული უპირატესობა გოლში გადაგვეზარდა."

კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ თამაშის შესახებ

"ერთი გოლი რომ გაგვეტანა, მოვიგებდით. კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი უპირატესობაა. როცა კარგი შედეგის მქონე გუნდს ეთამაშები, კარს მიგიხურავენ. ვინგერები არ გიტევენ, ისინი იცავენ. ნახევარმცველები შეტევაზე არ ახდენენ გავლენას, ისინი დაბლა ამოიკეტებიან. მეორე ტაიმში გოლის გატანის ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, აქ მხოლოდ კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ თამაშის საკითხი არ არის - საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ბევრი შანსი."

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დანიშნული მეორე პენალტის შესახებ


"სასაცილოა, პენალტებზე ვარჯიში შევწყვიტეთ, რადგან ოთხი თუ ხუთი თვე უპენალტოდ ვიყავით. ზლატანი, პოგბა. ამ ბიჭებმა პენალტების დამუშავება შეწყვიტეს და შემდეგ, როცა პენალტი დაგვინიშნეს, მისთვის მზად არ იყვნენ. აი, ასე - სასაცილოა".

წინსვლაზე

"ვალდებულები ვართ. სხვა საკითხებს რაც შეეხება, პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელებს ორი ან სამი დღე ეძლევათ დასვენებისთვის, ჩვენ კი რუსეთში, როსტოვში უნდა ჩავიდეთ, რათა ხუთშაბათს ევროპა ლიგის მატჩი ვითამაშოთ. წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ და შემდეგ მატჩს შევხვდეთ."

ინტერვიუები
27 კომენტარი
№11
ავტორი: babo
4 მარტი 2017 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: harry kane
ფუ ასე ცენზურა მანჩესტერი რა ხანია არ მინახავს

მართლა ცუდი თამაში იყო
0
№12
ავტორი: JuanMata
4 მარტი 2017 22:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სასაცილოა ახლა იბრას გამართლება, იმით რომ პენალტებზე არ ვარჯიშობდა. თქვი პირდაპირ რომ ცუდად თამაშობდა, ნერვები ჰქონდა მოშლილი და ვერ ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად ვერ იყო ჯანზე, შენ კიდევ (ან ცენზურა არ გაქვს და ვერ უბედავ, ან ვან გაალზე ჯიუტი ხარ) ვერ გამოგყავს თამაშიდან.

პენალტებზე კი არა კედლებზე და კვადრატებზე ივარჯიშეთ, ეგება დაანებოთ თავი საჯარიმოში ჩაგდებებს თავი. მარტივი კობინაციების გათამაშება არ შეუძლიათ. ჩაწოდებებით და ძალისმიერი ფეხბურთით ასეთ სვარკა და ავტობუს გუნდებს ვერ გავუტანთ გოლს.
0
№13
ავტორი: MU2016
4 მარტი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ისევ და ისევ დავიწყებ საუბარს იმაზე, რომ მაურინიო არ არის ამ გუნდისთვის შესაფერისი მწვრთნელი (მის კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არავის არ შეაქვს, პირიქით ძალიან ძალიან ძალიან მაგარია, მაგრამ არა მანჩესტერისთვის). ჩვენ არ ვართ არც პორტო, არც ინტერი და საბედნიეროდ არც ჩელსი. ეს გუნდები არიან იმ ფეხბურთის და იმ ფილოსოფიის გუნდები რომლებსაც შეუძლიათ 1:0-ზე ჩაკეტონ თამაში და დაკმაყოფილდნენ მიღწეულით, ანუ მინიმალურით. ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ მინიმალისტები და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძოდით, როგორც ანგარიშით, ისე შედეგებით (ამის ნათელი მაგალითია 22 წლის წინ ზუსტად დღევანდელ დღეს იფსვიჩის კარში გატანილი 9 გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე განადგურებული რომა 7-1 და ა.შ.). ბაბუ არასდროს კეტავდა თამაშს 1:0-ზე, მითუმეტეს ბორნმუთის დონის გუნდებთან. პირიქით, გატანილი გოლის შემდეგ ყოველთვის თამაშის მოკვლას ცდილობდა და წეწოლას აძლიერებდა. ეს რომ ბარსელონა, ბაიერნი და მსგავსი დონის გუნდი იყოს კიდევ ხო, მაგრამ ბორნმუთი?
რისთვის გაუშვეს მოუ რეალიდან? შედეგი დადო, მაგრამ ისეთი ცუდი სტილით ითამაშა, რომ არავის უღირდა ამად.
დაუნახავი არ ვიქნები და იმასაც ვიტყვი, რომ მოუ რომ არ მოსულიყო გუნდში, არც იბდა და სავარაუდოდ არც პოგბა არ გადმოვიდოდა (არავის ხიბლავს ვანგაალის და მოიესის მსგავსი კუანა მწვრთნელების გუნდში თამაში).
მოკლედ, არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი აზრით 1-0-ზე ანგარიშის შენარჩუნებას არ უნდა ვცილობდეთ. არ არის ეს ჩვენი სტილი.

P.S. ვიცი ამ კომენტარის შემდებ ბევრი გამოხტება რომელიც იტყვის მარტო კრიტიკულ პოსტებს ტოვებსო, მაგრამ მირჩევნია კრიტიკულ იყოს, ვიდრე მსგავსი უშინაარსო და არაფრისმომცემი ფრაზები: "მიდი იბრა", "დარწმუნებული ვარ დარჩება", "რუნი ლეგენდაა" და ა.შ.
0
№14
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2017 22:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პენალტის გამართლება საოცარი იყო
0
№15
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2017 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Eseti araferi minaxavs dawyevlilebi vart tu ra ubedurebaa ar vici ((((
0
№16
ავტორი: Mixito
4 მარტი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Kide imedi maq ro rame gamovaa
0
№17
ავტორი: ROI
4 მარტი 2017 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: danlashe
ციტატა: Malboro463
ბლექბერნი,სენტ-ეტიენი,სოტონი,ბორნმუთი ამათთან ვინც უყურეთ ნახავდით რა თამაშიც ითამაშეს ხარისხი 0. გამომსწორებელიც ვინმე არა
სახლში კაცნაკლულ ბორმუთს 45 წუთში ერტ კარგ შეტევასრომ ვერ გაუკეთებ და კარშირომ ვერ დარტყავ ეგ მარტო ფეხბურთელების ბრალი არამგონია იყოს
ცვლილებები რმ ვერ ამართლებსდა სკამზეც სირები რომ უზის ესვისიბრალია ნეტა?
რა შემადგენლობაც იგებსთამაშს ის ათამაშე როტაცია არა #ირი მაინც შედეგი ქონდეს

გეტანხმები სენტეტიენთან სამით ნოლი მოვიგეთ მაგრამ თუ დააკვირდი მცველების შეცდომით გავიტანეთ სამივე გოლი პირველი გოლი და მეორე მცირე რიკოშეტი იყო და მესამე გოლი პენალტით და ეგ პენალტიც არ იყო დასადები და ბურთის ფლობა სახლში თანაბარი გვქონდა სენტეტიენთან სამივე გოლზე გაგვიმართლა ვინც უყურა თამაშს

მეგობრებო არცტუისე ცუდია დამიჯერეტ ევროპა ლიგას დავდებტ:*
0
№18
ავტორი: babo
4 მარტი 2017 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: ROI
ციტატა: danlashe
ციტატა: Malboro463
ბლექბერნი,სენტ-ეტიენი,სოტონი,ბორნმუთი ამათთან ვინც უყურეთ ნახავდით რა თამაშიც ითამაშეს ხარისხი 0. გამომსწორებელიც ვინმე არა
სახლში კაცნაკლულ ბორმუთს 45 წუთში ერტ კარგ შეტევასრომ ვერ გაუკეთებ და კარშირომ ვერ დარტყავ ეგ მარტო ფეხბურთელების ბრალი არამგონია იყოს
ცვლილებები რმ ვერ ამართლებსდა სკამზეც სირები რომ უზის ესვისიბრალია ნეტა?
რა შემადგენლობაც იგებსთამაშს ის ათამაშე როტაცია არა #ირი მაინც შედეგი ქონდეს

გეტანხმები სენტეტიენთან სამით ნოლი მოვიგეთ მაგრამ თუ დააკვირდი მცველების შეცდომით გავიტანეთ სამივე გოლი პირველი გოლი და მეორე მცირე რიკოშეტი იყო და მესამე გოლი პენალტით და ეგ პენალტიც არ იყო დასადები და ბურთის ფლობა სახლში თანაბარი გვქონდა სენტეტიენთან სამივე გოლზე გაგვიმართლა ვინც უყურა თამაშს

მეგობრებო არცტუისე ცუდია დამიჯერეტ ევროპა ლიგას დავდებტ:*

ასე თუ ითამაშებს ჩემ ფეხებს დადებენ
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2017 00:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დარჩებიან ოთხეულის მიღმა derpwhy
0
№20
ავტორი: Vikings
5 მარტი 2017 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ზოგჯერ წაგივა თამაში ზოგჯერ არ წაგივა იბრას მაშინ ვაქებთ როცა ჰეთ-თრიკებს ასრულებს 35 წლის ფეხბურთელი და თასს მისი წყალობით ვიგებთ ხოლო როცა 1 პენალს გამაზავს ვსო თავზე ვამხობთ ყველაფერს..ვიცი ყოველთვის მაქსიმუმს ველით ჩვენზე მეტად იბრას უნდოდა ეს პენალი გაეტანა მაგრამ პენალი ხო ყოველთვის არ გადის და ლატარიაა ან გაგიმართლებს ან არა..ამის გამო ტალახი არუნდა ვისროლოთ ცოტა მეტი გაწონასწორებული ფსიქოლოგია პოზიტიური მსჯელობა უფრო წაგვადგება ვიდრე ტალახის სროლანუ გაგიკვირდებათ ყველა თამაშში 35 წლის ფეხბურთელი რო ვერ გაიტანს..იბრა მაინც გუნდის ლიდერად მიმაჩნია ამ სეზონში ყველაზე შედეგიან ფეხბურთს წელს გუნდში სწორედ იბრა გვიჩვენებს.

პირველი წელია მოუც მეტად გაანალიზებს შეცდომებს შეჯერდება შეთამაშდება გუნდი უფრო..თასი დადო უკვე ესეც ხო დასაფასებელია..დარჩა პრემიერ ლიგის თამაშები სათასო თამაშებიც..რაც მთავარია ევროპალიგა წინ გვაქ ფარხმალი არ დავყაროტ სასტავ მანიუს დიდება წინაა ისევ მოვალთ ისე როგორც ადრე ვიყავით დროა საჭირო და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა გვერდში დგომა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top